გუშინ, სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 800 $-ით დაეცა. ამჟამად მონეტით ვაჭრობა 5590 $-ის ნიშნულზე მიმდინარეობს. 2017 წლის მოვლენების შემდეგ ეს ფასის ვარდნის პირველი ასეთი შემთხვევაა. ინვესტორები სერიოზულ ზარალს განიცდიან. ამავდროულად კრიპტობაზარს ბიტკოინის კვალდაკვალ, განსაკუთრებით კი ვარდნის შემთხვევაში სიარული სჩვევია. ამგვარად Ethereum-ი 15 %-ით დაეცა, XRP-ი და BTC-ი კი - შესაბამისად 13 % და 12 %-ით. ვალუტა Dogecoin-იც კი კლებულობს ფასში.
მეტწილად კრიპტოვალუტურ ბაზარზე არსებული პანიკური მდგომარეობა Bitcoin Cash-ის ჰარდ ფორკმა განაპირობა.
მართვის პროტოკოლში განხორციელებული ცვლილებები იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული კრიპტოვალუტის მფლობელების საკუთრებაში Bitcoin Cash-ის ორი სხვადასხვა ვარიანტის ტოკენი იქნება. თუმცა, ფორკი არაა ყველაზე საშიში რაც შეიძლება მომხდარიყო. BCH - ეს ბიტკოინის ჰარდ ფორკია, რომლის ფასმაც განცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ საკუთარ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მიმდინარე ვარდნის ყველაზე ცალსახა მიზეზი სწორედ ფორკია, რიგი ექსპერტებისა სხვა შესაძლო ვერსიებზეც საუბრობენ.
გასული დღის განმავლობაში, ბაზარმა საკუთარი კაპიტალიზაციის დაახლოებით 15 %-ი დაკარგა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაზე ცუდი ამბავი. eToro-ს უფროსი ანალიტიკოსის, მატი გრინსპენის განმარტებით „ვარდნამ კონსერვატიულ ტრეიდერებთან ლიკვიდაციის პროვოცირება მოახდინა, რომელთა სტოპ-ლოსები ავტომატურად ამოქმედდნენ".
საკუთარი ვოლატურობით ცნობილი კრიპტოვალუტები ინვესტორის თაღლითურ სქემებში აღმოჩდნენ ჩაფლულები. ხანგრძლივ ზრდაზე ორიენტირებულ ინვესტორებს კი აქტივების შენახვა არ სურთ. სწორედ ამიტომ Metal-ის დამაარსებელმა მარშალ ჰაინერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყოველივე ეს მხოლოდ გააძლიერებს კრიპტოვალუტურ ბაზარს.
გულახდილად, რომ ვთქვათ დღევანდელი ვარდნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ინდიკატორია, რომ სპეკულიანტების უკანასკნელმა ტალღამ კრიპტოვალუტური სივრცე დატოვა.
საგულისხმოა, რომ ინვესტორების გარდა, რომლებიც ციფრული აქტივების ბაზრიდან მოგების ნახვას ლამობენ, ხშირ შემთხვევაში სერიოზული პროექტებიც ამ სექტორს მალე ტოვებენ.
გუშინ კომპანია CoinDesk-მა აამოქმედა ინსტრუმენტი, რომელის გამოყენებითაც დაწესებულებს და ინვესტორებს პოტენციალის უკეთ გაანალიზება და განსაზღვრული კრიპტოვალუტების სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრა შეუძლიათ. ფასთან დაკავშირებული ინფორმაციის გარდა, მოცემული ინსტრუმენტი მთელ რიგ მონაცემთა მაჩვენებელს შეიცავს - სოციალური დაინტერესება, ავტორების დაინტერესება, მოცულობა გადამცვლელ პუნქტებზე, ბლოკისთვის განკუთვნილი ჯილდო, ტრანზაქციების რაოდენობა.
ეს მოწყობილობა კონკრეტულ ტოკენებზე და კომპანიებზე ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის მომხმარებელს. თუმცა შედარებით ახალგაზრდა ინდუსტრიას ჯანსაღი ბაზარი ჯერ-ჯერობით არ ყოფნის. გაცილებით მარტივია ტრადიციულ ბაზრებზე მოსალოდნელი რხევების განსაზღვრა.
მეტად ზუსტი ინფორმაცია ბაზრის მომწიფებისთვის აუცილებელი პირობაა. სავარაუდოთ ღილაკის ერთი დაჭერით თაღლითებს, რომ შეძლებოდათ საჭირო ინფორმაციის მიღება, ისინი არ იჩქარებდნენ აქტივების გაყიდვას.
მასალების მიხედვით venturebeat.com
ასევე წაიკითხეთ
ალექსის ოგანიანი: შოკი სასარგებლოა, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან
2018 წლის 14 ნოემბერს Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ, ბიტკოინი $5202-მდე დაეცა. სხვა ტოკენების ღირებულებაც ასევე დაეცა. თუმცა, Reddit-ის შემქმნელის ალექსის ოგანიანის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა - მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.
ბილ გეითსი – ციფრული ვალუტა ღარიბ ხალხს დაეხმარება
კორპორაცია Microsoft-ის თანამდამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა - ბილ გეითსმა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე, ციფრულ ვალუტაზე, ადამიანურ რესურსებზე და სიღარიბეზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა