საზოგადოება კრიპტოვალუტის პოტენციალს მისი შექმნის მერე განიხილავს. ფინანსური ბაზრის გურუებს შორის ციფრული აქტივების მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც არიან. ორივე მხარე პერიოდულად ცდილობს ბიტკოინის მომავალი იწინასწარმეტყველოს და ამით ემოციურ ატმოსფერო უფრო გაამწვავოს.
როდესაც საქმე ფინანსურ ინვესტიციებს ეხება, ადამიანი ორ უკიდურეს ემოციას შორის მერყეობს - შიშსა და გაუმაძღრობას შორის . ზუსტად მათ შორის ბალანსის შენარჩუნება გვაძლევს საბაზრო ემოციების მართვის საშუალებას, რითაც, ხშირად „კრიპტოწინასწარმეტყველები“ სარგებლობენ. დაუჯერებთ თუ არა მათ პროგნოზებს - თქვენი გადასაწყვეტია.
მაიკ ნოვოგრაცი
კრიპტოვალუტური სავაჭრო ბანკის Galaxy Digital Holdings-ის მმართველობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი და Fortress Investment Group-ის ყოფილი მაკრო-მენეჯერი თვლიდა, რომ ბიტკოინის ფასი წლის ბოლომდე 30%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალი წლის პირველ კვარტალში მისი ფასი „ უფრო სერიოზულ ზრდას დაიწყებს“.
ნაიჯელ გრინი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დამოუკიდებელი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის deVere Group-ის გენერალური დირექტორი აცხადებდა, რომ გაშვებული შანსის სინდრომის წყალობით წლის ბოლომდე Bitcoin-ის ფასი მკვეთრად გაიზრდება.
ტომ ლი
FundStrat Advisor-ის თანადამფუძნებელი და კვლევითი ჯგუფის უფროსი ტომ ლი წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასის გაზრდას $22 000-მდე ვარაუდობდა. მას მერე, რაც ფასი დაეცა, ლიმ ახალი პროგნოზი გააკეთა და თქვა, რომ ბიტკოინის მინიმალური ფასი $15 000, ხოლო მაქსიმალური $22 000 იქნება, თუმცა მან ასევე თქვა, რომ წლის ბოლოს ბიტკოინი შესაძლოა $25 000 გაიყიდოს.
ტიმ დრეიპერი
მილიარდერი, ინვესტორი და მეწარმე დღემდე თვლის, რომ ციფრული აქტივის ფასი მალე ექვსნიშნა ციფრით აღინიშნება. „მომავლაში ბიტკოინის ფასი ისე გაიზრდება, რომ ყველა ინვესტორი ვალდებულია ის ფასის კლების დროს იყიდოს. მე ჩემს აზრზე დავრჩები, ბიტკოინის ფასი უფრო ქვევით რომ დაეცეს - 2022 წლისთვის მისი ფასი $250000 შეადგენს“.
მიმდინარე წლის დასრულებამდე სულ რამოდენიმე დღე დარჩა, მაგრამ კრიპტოვალუტურ ბაზარზე დათვები პოზიციებს არ თმობენ, რაც აღნიშნულ პროგნოზების ხარისხში გვაეჭვებს.
ასევე წაიკითხეთ
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
BitKan 3000 $ - ყველა რიგის რენტაბელურობის ზღურბლი
ბირჟის ფარგლებს გარეთ ვაჭრობისთვის გამიზნული ჩინური პლატფორმის კრიპტოვალუტის BitKan-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარის ლეონ ლიუს აზრით, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაწყებული ბაზრის დაშვების პროცედურა კიდევ მინიმუმ 12 თვეს გაგრძელება. ლეონი თვლის, რომ ჰარდფორკი Bitcoin Cash (BCH) და ჰეშ-ბრძოლები მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზია. არის კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი რომლებიც აუცილებლად უნდა მიღებულნი იყვნენ მხედვლობაში.