კრიპტოვალუტებს შორის უმსხვილესმა ბიტკოინმა ღირებულების ყველაზე დაბალი ვარდნა აჩვენა. Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Ripple (XRP), Stellar (XLM), Litecoin (LTC), EOS და სხვა აქტივებმა 7%-დან 15%-მდე დაკარგეს.
კრიპტოვალუტური ბაზარი 2018 წლის დასაწყისიდან დათვური ხასიათის იყო და მას შემდეგ სათანადო აღდგენის დონე არ უჩვენებია.
დათვებმა ნახევარ წელზე მეტი ვერ შეძლეს Bitcoin-ის ფასის $6000-ის ქვემოთ დაწევა. CNN-ის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირაში BTC-ის ფასის განვითარების ორი გზა არსებობს: ან ფასი გადალახავს $6000-ს და გამყარდება ამ დონეზე, ან $5000-მდე დაეცემა.
ბაზარზე არსებული პირობების გათვალისწინებით, საგრძნობი ფასის ამოფრქვევა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, Bakkt-ის გარშემო შემქნილი აჟიოტაჟის გამო, დეკემბრის დასაწყისამდე ოდნავი ფასის მომატება შესაძლებელია.
ვინაიდან BTC, რომელიც აგვისტოდან ნოემბრამდე სტაბილურობას გვაჩვენებდა, აშშ დოლარის მიმართებაში ფასი დაეცა, შესაბამისად, ხარულ ბიძგს სხვა კრიპტოვალუტებიც ვერ ინარჩუნებენ . RIpple-ს ღირებულებაც კი დაეცა, რომელიც 18 ნოემბერს 8%-ით გაიზარდა ახლა 7%-ით შემცირდა.
Nvidia-ს მსგავსმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 10%-დან 30%-მდე დაკარგეს, მიზეზად კი კრიპტოვალუტურ მაინერებზე მოთხოვნის არარსებობა დაასახელდა. CNBC-ს ინფორმაციის თანახმად, საფონდო ბირჟის მდიდარი ინვესტორების 25% თვლიან, რომ ხარული გარბენი აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მალე დასრულდება.
აქციების და სხვა ტრადიციული ინვესტიციების ფასის კლებამ კრიპტოვალუტაზეც იქონია მსგავსი ზეგავლენა, რომელიც ინვესტორების თვალში ჯერ კიდევ განიხილება, როგორც მაღალი რისკის შემცველ და მაღალი შემოსავალის გარიგებად.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
BitKan 3000 $ - ყველა რიგის რენტაბელურობის ზღურბლი
ბირჟის ფარგლებს გარეთ ვაჭრობისთვის გამიზნული ჩინური პლატფორმის კრიპტოვალუტის BitKan-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარის ლეონ ლიუს აზრით, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაწყებული ბაზრის დაშვების პროცედურა კიდევ მინიმუმ 12 თვეს გაგრძელება. ლეონი თვლის, რომ ჰარდფორკი Bitcoin Cash (BCH) და ჰეშ-ბრძოლები მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზია. არის კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორი რომლებიც აუცილებლად უნდა მიღებულნი იყვნენ მხედვლობაში.
2018 წლის კრიპტოსამყაროს წინასწარმეტყველება: ვინ აღმოჩნდა მართალი
საზოგადოება კრიპტოვალუტის პოტენციალს მისი შექმნის მერე განიხილავს. ფინანსური ბაზრის გურუებს შორის ციფრული აქტივების მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც არიან. ორივე მხარე პერიოდულად ცდილობს ბიტკოინის მომავალი იწინასწარმეტყველოს და ამით ემოციურ ატმოსფერო უფრო გაამწვავოს.