კომპანია Antshares-ის (ამჟამად ცნობილი, როგორც NEO) დამფუძნებელი ჰონგფეი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ზედმეტად რეგულირდება. ცოტა ხნის წინ, ჩინურ გამოცემა 8BTC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "ბლოკჩეინი არსებული რეგულირების სისტემის პირობებში რთულად თუ გადარჩება"
ჰონგფეიმ ასევე აღნიშნა, სათამაშო ინდუსტრიაში ბლოკჩეინის მზარდი პოპულარულობა და აქვე დასძინა, რომ კერძოდ NEO, ერთ-ერთი პლატფორმაა, სადაც თამაშებს შეიმუშავებენ. მისი სიტყვებით, ბლოკჩეინის გამოყენება სათამაშო ინდუსტრიაში, ფინანსურისგან განსხვავებით - დიდწილად ნორმატიული ბარიერების შედეგია.
შესაძლებელია, რომ მომავალში ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშები ვირტუალურ სამყაროს წარმოადგენენ, ფილმის „პირველი მოთამაშე მოემზადე” (Ready player one) სიუჟეტის მსგავსად, სადაც ვირტუალური აქტივები ბლოკჩეინში ინახებოდა, რისი გამოყენებაც იდეალურ ეკონომიკურ მოდელს საჭიროებდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, როდის იქნება ასეთი თამაშები ხელმისაწვდომი. იმედი მაქვს, ჩემი ქალიშვილიც მოახერხებს ასეთი თამაშების თამაშს.
შემდეგ, მას კითხვა NEO-ს დეცენტრალიზაციის შესახებ დაუსვეს, რომელიც ხანდახან ეჭვქვეშ დგება. მან უპასუხა, რომ რამოდენიმე ახალი ორგანიზაცია ბლოკჩეინს შემოუერთდა და საბოლოო ჯამში, ისინი NEO-ს ძირითადი ქსელის ოპერატორები შეიძლება გახდნენ.
მომავალში გუნდი,ხმის მიცემის უფლებას საზოგადოებას გადასცემს. იმ დროისთვის, ჩვენი გუნდი ნაკლებ ზეგავლენას იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე. დასასრულს, ჰონგფეიმ დაამატა, რომ მოცემულ მომენტში, არსებობს დიდი რაოდენობის საჯარო ბლოკჩეინი, რომლის უმეტესობასაც არ გააჩნია არანაირი საინტერეესო აპლიკაცია.
არსებობს ბევრი სხვა საჯარო ჯაჭვი, მაგრამ კატასტროფულად არ ყოფნის ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფა და დეველოპერები. ეს როგორც მზა ოპერაციული სისტემა, სადაც არცერთი პროგრამა და აპლიკაცია არ არის დაყენებული, რის გარეშეც, იგი აბსოლუტურად უსარგებლოა. შეგახსენებთ, რომ ICO- შესახებ, ჩინეთის კანონების დამორჩილებისას NEO, სხვა ბლოკჩეინ ICO-პროექტებთან ერთად, თავისი მყიდველებისთვის ზარალის ანაზღაურების მზადყოფნას აცხადებდნენ.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
საინვესტიციო ფირმა კრიპტოვალუტაზე ფასების ზრდას გვპირდება
Bloomberg Markets-ის ცნობით, საინვესტიციო კრიპტოვალუტის კომპანია Pantera Capital-ის ხელმძღვანელი ჯო კრაგსი, დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახალი ხარის იმპულსის საზღვართან იმყოფება, რომელიც კრიპტოვალუტის ფასს ათჯერ გაზრდის. თუ ასეთ განცხადებას ვენდობით, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უახლოეს მომავალში 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
დონალდ ტრამპმა ბიტკოინის მომხრეს თეთრი სახლის აპარატით ხელმძღვანელობა დაავალა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბიტკოინის ცნობილი მომხრე მიკ მალვანი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა. ამჟამად ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ფიგურაა და მის მიმართ თქვენი სიმპათიის თუ სიძულვილის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია უზარმაზარ სარგებელს ნახავს იმისგან, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოენთუზიასტს აშშ-ს პრეზიდენტზე გავლენა ექნება.