იტალიის ხელისუფლება, ადგილობრივი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, ორ საეჭვო კრიპტოპროექტში ინვესტიცია დროებით აკრძალა. საზოგადოებრივი საკითხების ეროვნულმა კომისია (CONSOB) რამოდენიმე ვებ-საიტსა და Facebook გვერდზე მიუთითებს, რომლებზეც მან პოტენციურად ყალბი ტოკენების Bitsurge-ს და Green Energy სერტიფიკატების გაყიდვა აკრძალა.
CONSOB - აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ანალოგია და იტალიის ფინანსური სექტორის ძირითადი მარეგულირებელია.
Bitsurge-ს სქემა სპეციალურ „ტოკენ-კონტრაქტებს“ სთავაზობს მომხმარებლებს და მათ ყოველთვიურ მოგებას ჰპირდება. პროექტის თანახმად, 1000 დოლარიანი ინვესტიცია მომხმარებელს თვეში 6% მოგებას მოუტანს.
მეორე პროექტი ნაკლებ კითხვებს ბადებს. CONSOB-მა Facebook-ზე რამოდენიმე გვერდის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომლებიც მომხმარებლებს „Green Earth Certificates“-ს სთავაზობდნენ. ეს, ბლოკჩეინზე მომუშავე აშკარად ყალბი ტოკენები, კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეებში მიწებად საღდებოდა.
შესაბამისი მარკეტინგული მასალები მიწის მფლობელს წლიურ ექვსპროცენტიან მოგებას ჰპირდებიან. პროექტის თანახმად, ეს შესაძლებელია, რადგან ითვლება, რომ გამოყოფილი ჟანგბადი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაურკვეველი შეთანხმების ფარგლებში, მონეტიზირებადია.
„ტროპიკულ ტყეებში ნაყიდი მიწები პლატფორმა Green Earth-ზე 80%-იანი ფასის დაკლებით გაიყიდება და მყიდველს წლიურ ექვს პროცენტ მოგებას მოუტანს“ - ნათქვამია Green Energy-ს სარეკლამო ბანერში.
როგორც ყველა კლასიკურ პონცის სქემას შეეფერება, ორივე პროექტი ირწმუნება, რომ რაც უფრო მეტია ინვესტირებული თანხა, მით უფრო მეტი იქნება მიღებული მოგება.
CONSOB-ის განცხადებით, ორივე ტოკენზე იდუმალებით მოცული ფირმა Avalon Life არის პასუხისმგებელი. აღნიშნული ფირმა აცხადებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სფეროს საგანმანათლებლო და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
იაპონიაში სთეიბლკოინებს კრიპტოვალუტად არ თვლიან
იაპონიის ფინანსურმა სამეთვალყურეო ორგანომ - ფინანსური მომსახურების სააგენტო (FSA) stablecoin-ს კრიპტოვალუტების რიცხვს არ მიაკუთვნებს. მარეგულირებელმა ორგანომ, რომლის აზრითაც, ფიატთან დაკავშირებული მონეტები ციფრულ ვალუტას არ წარმოადგენს, მოცემული ტოკენების რეგისტრაციისადმი წაყენებულ მოთხოვნებზე ისაუბრა.
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.