ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.
სხვა საკითხებთან ერთად, კანონი ითვალისწინებს: „აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას დაევალოს: ღია კოდის მქონე კრიპტოგრაფიკულ ერთეულთან მიმართებაში გარკვეული ნორმატიული ცვლილებების მიღება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე არსებული ციფრული ვალუტების დაბეგვრის დარეგულირება, ერთი ციფრული ვალუტის მეორეზე გაცვლის ტრანზაქციის გადასახადებისგან გათავისუფლება, ერთი ტიპის ციფრული ვალუტის მეორეზე გაცვლისა ან გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებისგან გათავისუფლება“.
დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია, რომ ფინანსთა მინისტრმა ნორმატიული აქტები უნდა გამოსცეს, რომლებიც იმ ციფრულ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს, რომელზე დაყრდნობითაც მოგება ან წაგებაა აღიარებული.
დევიდსონმა დეკემბერში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივებისთვის „აქტივების კლასის“ შექმნის შესახებ კანონის შემოღებასთან დაკავშირებული გეგმები აქვს. მან გამოაცხადა, რომ კანონი „მათ ფასიანი ქაღალდების სახით კლასიფიკაციის პრევენციას მოახდენს, მაგრამ ასევე ფედერალურ მთავრობას მონეტების პირველადი შემოთავაზების უფრო ეფექტურად რეგულირების საშუალებას მისცემს“.
კონგრესის მრგვალ მაგიდაზე, რომელიც კრიპტოვალუტის საკითხებს მიეძღვნა და სექტემბერში ჩატარდა, უოლ-სრიტის მსხვილი ფირმებისა და კრიპტოვალუტური კომპანიების 45-ზე მეტმა წარმომადგენელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მონეტების პირველად შეთავაზებასა (ICO) და ციფრულ ვალუტებთან მიმართებაში ნორმატიული სიცხადის აშკარა უკმარისობა არსებობს.
მოგვიანებით, ნოემბერში დევიდსონმა განსახილველად კანონპროექტის წარდგენის გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც ICO-ს შესაძლებლობას მისცემს ფასიანი ქაღალდების შესახებ აშშ-ს კანონებს გვერდი აუაროს და შეთავაზება გააკეთოს, რომ ფედერალურ და საშტატო დონეზე ICO განხილულ იქნას, როგორც პროდუქტი და არა, როგორც ფასიანი ქაღალდი.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
შეუძლია თუ არა მარეგულირებელს კრიპტოვალუტის ფასების ვარდნა შეაჩეროს?
Bitcoin-ის დათვურ წელიწადს უკეთესი დღეებიც ქონია, იმის გათვალისწინებით, რომ ტოკენის ფასმა 8%-ზე მეტად დაიკლო და ამჟამად Bitstamp-ის ბირჟაზე 3989.94$-ს შეადგენს. 2018 წლის 26 ნოემბერს The Week-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სწორი რეგულირების მიღების შემთხვევაში, კრიპტოვალუტას გახანგრძლივებული შავი პარასკევისგან აღდგენაში მიეხმარებოდა.
ჩინეთის ინტერნეტის რეგულატორმა ბლოკჩეინ-კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები შეიმუშავა
პარასკევს, ჩინეთის კიბერსაწინააღმდეგო ადმინისტრაციამ (The Cyberspace Administration of China) დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ყველა ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ავალდებულებს დაიცვას ცენზურა, ასევე, მოითხოვოს მომხმარებლებისგან მათი რეალური სახელები და რეგისტრაციისას მითითებული საინდეტიფიკაციო კოდი. Soutch China Morning Post-ის ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტი საზოგადოებისთვის განსახილველად 2 ნოემბრამდე ღიაა.