ანგარიშის თანახმად, რომელიც კიბერუსაფრთხოებით დაკავებულმა რუსულმა კომპანიამ გამოაქვეყნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კიბერვალუტის გაცვლითი პუნქტებიტან $882 მილიონი მოიპარეს.
კომპანია Group-IB-მ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰაკერებმა შეძლეს გაცვლითი პუნქტებიდან $882 მილიონი მოეპარათ. GIB-ი დარწმუნებულია, რომ 2019 წლისთვის ეს ციფრები გაიზრდება. ქურდობის პოტენციური რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ სულ უფრო მეტი გამოცდილი ჰაკერი, ისეთი როგორებიც არიან Lazarus, MoneyTaker, Cobalt ყურადღების კონცენტრირება კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ICO-ზე მოახდინეს.
კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა:
2019 წელს კრიპტოვალუტის გაცვლითი პუნქტები სამიზნეებად იქცევიან ჰაკერების ახალი, უფრო აგრესიული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ბანკებზე შეტევებით არიან დაკავებულნი. მიზნობრივი შეტევების რაოდენობა კრიპროვალუტის გაცვლით პუნქტებზე გაიზრდება.
Group-IB-ს აზრით, ჰაკერებმა ბირჟების გასატეხად სხვადასხვა მეთოდები გამოიყენეს. ყველაზე ეფექტური მეთოდები ფიშინგური ელექტრონული წერილები და ვირუსული პროგრამების დაყენება აღმოჩნდა.
2018 წელი გაცვლითი პუნქტებისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა. ახლახანს ამერიკულმა ბლოკჩეინ ფირმა CipherTrace-მა გამოაქვეყნა მსგავსი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰაკერული თავდასხმების შედეგად გატაცებული თანხების ოდენობამ $1 მილიარდი შეადგინა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს კრიპტოვალურის ქურდობის რაოდენობა რამოდენიმეჯერ გაიზარდა.
როგორც ჩანს, აზიური ბირჟები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ გატეხვების ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ბირჟების ოპერატორები აგრძელებენ კლიენთთა სახსრების შენახვას სუსტად დაცულ “hot wallet“-ებში.ამ წლის განმავლობაში მსგავსი შეცდომის გამო რამოდენიმე კომპანია დაზარალდა - იანვარში იაპონური გაცვლითი პუნქტიდან Coincheck 523 მილიონი NEM-ი გაიტაცეს. ამის მერე მალევე მსგავსი შეტევის მსხვერპლი სამხრეთკორეული ბირჟა გახდა.
მასალების მიხედვით https://ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
ICO - სწავლის ძირი მწარე არის, ანუ როგორ არ მოვტყუვდეთ
ICO - Initial Coin Offering - რა იმალება ამ საკმაოდ ცნობილი უცხოური აბრევეატურის უკან? რატომ არ მცირდება ბლოკჩეინ-სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა თუ მათი 90 % ლამაზად შეფუთული თაღლითური სქემებია.
თაღლითები ფეისბუკზე ყალბ კრიპტოვალუტას არეკლამებენ და მომხმარებლების საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას იტაცებენ
ტვიტერი ფეიკ კრიპტოვალუტის რეკლამით არის გადაჭედილი და თაღლითებმა ფეისბუკ-სივრცის ათვისებაც გადაწყვიტეს. ტვიტერში თაღლითები უფასო ბიტკოინების დარიგების ხერხს იყენებენ, ხოლო ფეისბუკზე, მათ მომხმარებლებისგან საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციის გამოტყუება სცადეს.