უკრაინელ სტუდენტ-ჰაკერებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებისთვის მიესაჯა. ჰარკოვის საქალაქო სასამართლოს განჩინება ძალაში სააპელაციო გასაჩვრების ვადის ამოწურვისთანავე შევა
გაზაფხულზე, უკრაინის კიბერ-პოლიციამ ორი სტუდენტი დააკავა, რომელიც სხვისი სამომხმარებლო ანგარიშებიდან კრიპტოვალუტის მოპარვის ვირუსულ პროგრამულ უზუნველყოფას ყიდდნენ.
ახალგაზრდა ჰაკერებმა პროგრამული უზრუნველყოფა ჰაკერულ ფორუმზე შეიძინეს. მცირე გადაკეთების შემდეგ მისი მუშაუნარიანობაც შეამოწმეს და გადაყიდვაც მოახერხეს. სტუდენტები ვირუსული პროგრამის ხარრკოვის მოქალაქეებისთვის მიყიდვის მცდელობისას დააკავეს. საგამოძიებო სამუშაოების დროს დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარეს.
უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან კრიპტოსივრცეში ჩადენილი დანაშაულისთვის და ვირტუალური ანგარიშებიდან კრიპტოვალუტის მოპარვის მცდელობისთვის ჰაკერებს სულ უფრო ხშირად აკავებენ. ერთი კვირის წინ კიბერ-პოლიციამ ვირუსის DarkComet-ის ავტორი დააკავა. მისი მოდიფიცირებული ვირუსი 50-მდე ქვეყანაში არსებულ კომპიუტერებში ფარული შეღწევისთვის გამოიყენებოდა. მართვის ცენტრი და თავად ვირუსი პოლიციამ ლვოვის ოლქში მცხოვრები მომხმარებლის კომპიუტერზე აღმოაჩინა.
რამდენიმე დღის წინ კი კიევის საქალაქო პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მაინერის გატაცებაში და მისგან 50 000 აშშ დოლარის მოპარვის ბრალდებით ორი ძმა დააკავა.
ასევე წაიკითხეთ
21 წლის ჰაკერმა ბიზნესმენებს მილიონ დოლარზე მეტი მოპარა
New York Times-ის მონაცემებით, მანჰეტენის პოლიციამ 21 წლის ნიკოლას ტრუგლია დააკავა, რომელიც უცხო მობილურ ტელეფონებს ტეხავდა, რათა მათი კრიპტოვალუტა მოეპარა.
ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო
ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.