2018 წლის მიწურულს, კიბერუსაფრთხოებით დაკავებული კომპანიები თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შექმნილი კიბერ-საფრთხეები. გარდა ამისა, კომპანიები ინტერნეტ-მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა ტიპის საფრთხეებს უნდა ელოდონ მომავალ წელს
კასპერსკის ლაბორატორიამ თავის ანგარიშს „წლის ისტორია: მაინერები“ უწოდა. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი მაინინგის მავნებლური პროგრამების გავრცელების ზრდის პროცესი. ისინი დავირუსებულ პროცესორს კრიპტოვალუტას ფარულად ამუშავებინენებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოტ-ქსელების უმეტესობა პროფილს შეიცვლიან და კრიპტოაქტივების მოპოვებაზე გააკეთებენ აქცენტს.
ლაბორატორიის სპეციალისტების აზრით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კრიპტობუმის დასრულების შემდეგ, არალიცენზირებული მაინინგის მიმართ ინტერესი დაეცა, თუმცა მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
არსებული ინფორმაციით, 2018 წელს მავნებლური პროგრამების რიცხვი ბოტ-ნეტების მეშვეობით ჩამოტვირთულ ფაილებს შორის 4,6% შეადგენს (შედარებისთვის 2017 წლის მეორე კვარტალში 2,9% იყო).
გამოცემის თანახმად, ბოტ-ქსელები ვირუსული პროგრამების გასავრცელებლად პოპულარულ ინსტრუმენტად იქცა, ხოლო ჰაკერები ფარულ მაინინგს შეტევის ყველაზე მომგებიან სახეობად თვლიან.
ლაბორატორიის აზრით, თაღლითებს ფარულ მაინინგში ვირუსული პროგრამის და თაღლითობის იდენტიფიცირების სირთულე იზიდავს. დავირუსებული კომპიუტერი მაინერის სასარგებლოდ მთლიანი სიმძლავრის მხოლოდ ნაწილს მოიხმარს, რაც მის აღმოჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
ექსპერტები თვლიან, რომ ფარული მაინინგის გავრცელების აქტივაცია ჰაკერებისთვის ადვილ შეღწევადობამ გამოიწვია. კიბერთაღლითებს საწყის კოდებთან და „გამზადებულ პარტნიორულ პროგრამებთან და გახსნილი მაინინგ-პულებთან“ თავისუფალი წვდომა აქვთ.
ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ რა ზეგავლენა მოახდინა, მავნებლური პროგრამების გავრცელებაზე ნოემბერში კრიპტოვალუტური ბაზრის ვარდნამ.
ასევე წაიკითხეთ
ICO - სწავლის ძირი მწარე არის, ანუ როგორ არ მოვტყუვდეთ
ICO - Initial Coin Offering - რა იმალება ამ საკმაოდ ცნობილი უცხოური აბრევეატურის უკან? რატომ არ მცირდება ბლოკჩეინ-სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა თუ მათი 90 % ლამაზად შეფუთული თაღლითური სქემებია.
მკვლევარები აცხადებენ, რომ 400000+ MikroTik როუტერი მაინინგის ვირუსით არის ინფიცირებული
MikroTik-ის მაინინგის ვირუსი პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს, თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გავრცელება.