Pump and Dump სქემები კრიპტოვალუტურ ბაზარზე სულ უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები კი, თავის მხრივ, მათი თავიდან აცილებას ცდილობენ.
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტის ბაზარზე ტრეიდინგი ექსტრიმალურ ატრაქციონებზე სრიალს წააგავს.
კრიპტოაქტივების არასტაბილურობა და მათი მფლობელების ანონიმურობა ბევრ თაღლითს იზიდავს. კრიპტოვალუტის ისტორია აჭრელებულია ქურდობის სხვადასხვა სქემებით, პონცის სქემებით და სხვა სახის თაღლითობის ამბებით. ხოლო, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, წინა პლანზე, თახლითობის ერთ-ერთი ტიპი - Pump and Dump წამოიწია.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარებმა სქემა Pump and Dump სიღრმისეულად შეისწავლეს და მისი თაღლითური მექანიზმების მუშაობის შესახებ დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მკვლევარებმა სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც Pump and Dump-ის მომზადებას იწინასწარმეტყველებს, რაც მისი თავიდან აცილების დიდ შანსს მოგვცემს.
Pump and Dump-ის სქემა - ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე კარგად ნაცნობი ხრიკია, რომელიც საეჭვო აქტივის ამორჩევითა და მისი დაგროვებით იწყება. კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი ამ მონეტას აქტიურად ყიდულობს და მის ფასს 300-500 პროცენტით ზრდის შემდეგ კი, გულუბრყვილო ახალბედა ტრეიდერებს გაბერილი ფასებით ასაღებენ.
მკვლევარებმა 21 ივლისიდან 18 ნოემბრამდე მონაკვეთში Pump and Dump-თან დაკავშირებით 236 შემთხვევა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ყველა ამ შემთხვევას სამიზნე ვალუტის არადამახასიათებელი შესყიდვა უძღვის წინ.
კვლევაში ნათქვამია, რომ საშუალოდ, დღის განმავლბაში, 2 შემთხვევა ფიქსირდება, რაც კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობის თვეში 7 მილიონის გენერირებას ახდენს.
ასევე წაიკითხეთ
ზაპოროჟიეში კიბერპოლიციამ ჰაკერი დააკავა, რომელიც პირადი მონაცემების მოპარვის მიზნით, ვირუსულ პროგრამას ავრცელებდა
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ოპერატიულმა მუშაკებმა ზაპოროჟიეს რეგიონში 22 წლის ჰაკერი დააკავეს, რომელიც ქსელის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, ვირუსულ პროგრამას ავრცელებდა.
Wall Street Journal: ასობით ICO თაღლითობას წარმოადგენს
27 დეკემბერს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეულობით კრიპტოვალუტური პროექტი თაღლითური და პლაგიატის მოქმედების ნიშნებს აჩვენეს.