MikroTik-ის მაინინგის ვირუსი პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს, თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გავრცელება.
2 დეკემბრის Vried HD ტვიტის მიხედვით, ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გათვლილია MikroTik-ის მარშრუტიზატორებზე, შეიძლება 415,000-ზე მეტ როუტერზე იყოს წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით.
Ban Packets LCC-ს თანამშრომლების თქმით, ბრაზილიაში როუტერი მაინინგის ვირუსით იყო ინფიცირებული. უსაფრთხოების ექსპერტმა საიმონ კენინმა, Trustwave-ს კომპანიიდან თავდასხმა შემდეგნაირად აღწერა:
თაღლითებმა გადაწყვიტეს, რომ ბევრად შემოსავლიანი იქნებოდა საბოლოო მომხმარებლების კომპიუტერების დავირუსება და არა ვებ გვერდების, რომელთა მომხმარებლების რაოდენობაც ძალიან მცირეა.
Bad Packets-ის თანახმად, ეპიდემია გავრცელებას აგრძელებს - 25 აგვისტოსთვის, ამერიკულ პროვაიდერ Cogent-თან დაკავშირებული დაახლოებით 3000 MikroTik-ის როუტერი იყო ინფიცირებული. ერთი თვის შემდეგ, დუგლასის რაიონის კომუნალური საწარმოების კუთვნილი 600 მარშრუტიზატორზე მეტი იყო ინფიცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები სულ უფრო ხშირად აგრძელებენ საკუთარი პროდუქტის განვითარებას, არსებობს მეთოდი, რომლითაც MikroTik-ის მომხმარებელი ინტერნეტ პროვაიდერები თუ მესაკუთრეები თავს დაიცავენ. ეს პატჩი ჯერ კიდევ აპრილში იყო გამოშვებული. MikroTik-ის პატჩი მიმართულია “ნულოვანი დღის სისუსტის” აღმოსაფხვრელად და მას შემდეგ იყო გამოქვეყნებული, რაც ჩეხეთის მომხმარებლებმა ყველა MikroTik-ის როუტერში ჩაშენებული Winbox-ის სერვისებზე ჰაკერული თავდასხმა შენიშნეს.
მიუხედავდ ამისა, MikroTik-ის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ მრავალრიცხოვანი განცხადების გაკეთების შემდეგაც, რომელიც როუტერის განახლების გაფრთხილებას მოიცავდა, ამ ვირუსით ჯერ კიდევ უამრავი მოწყობილობაა ინფიცირებული.
Vries HD-ს მკვლევარებმა გამომცემლობა Hard Fork-თან ისაუბრეს:
მომხმარებლებმა სასწრაფოდ უნდა განაახლონ როუტერები, თუმცა, მათი უმეტესობა მოწყობილობას ინტერნეტ-პროვაიდერებისგან ყიდულობს, იმ დროს, როდესაც არ იციან როგორ შეცვალონ პარამეტრები. პატჩი ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე თვის წინ იყო გამოშვებული, მაგრამ, სამწუხაროდ, პროვაიდერების უმეტესობას არ სურს პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე მოიმოქმედოს.
მასალების მიხედვით www.ethnews.com
ასევე წაიკითხეთ
Wall Street Journal: ასობით ICO თაღლითობას წარმოადგენს
27 დეკემბერს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეულობით კრიპტოვალუტური პროექტი თაღლითური და პლაგიატის მოქმედების ნიშნებს აჩვენეს.
Bitstamp-ი საბაზრო მანიპულაციებს წინააღმდეგობას გაუწევს
ევროპაში უმსხვილესი კრიპტო-პლატფორმა Bitstamp-ი და ვაჭრობით დაკავებული მარეგულირებლების და კომპანიების, ბაზრის მონიტორინგის და ბირჟების ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მომწოდებელი კომპანია Irisium Ltd-მ, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. Irisium-ის მონიტორინგი, ახლა უკვე ბირჟა Bitstamp-ზე იმუშავებს.