კომპანია ICO Ratin-მა ახალი რეიტინგები გამოაქვენა, რომელშიც $100 ათასიანი მოცულობის მქონე 137 კრიპტოპლატფორმა შევიდა.
დღესდღეობით, ყველაფრის რეიტინგი არსებობს, რაც კრიპტოვალუტურ სივრცეს მიეკუთვნება. კონსალტიგურმა კომპანიამ ICO Ratin-მ ოქტომბერში ბირჟების უსაფრთხოების შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კრიპტოპლატფორმების უმეტესობა უსაფრთხოების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
ICO Ratin-ის სარეიტინგო სისტემა უსაფრთხოების ოთხ საკვანძო კრიტერიუმზე არის აგებული, შემდეგ მინიჭებული ქულები გროვდება, რის საფუძველზეც მათ კატეგორიები მიენიჭათ. მთლიანობაში, А კატეგორია ბირჟების მხოლოდ 16 პროცენტს მიენიჭა. A+ შეფასება ვერც ერთმა მონაწილემ ვერ დაიმსახურა.
ამ რეიტინგის თანახმად, რეიტინგის შარშანდელმა ლიდერმა Coinbase Pro-მ პოზიციები დათმო და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, სიის სათავეს კი Kraken-ი ჩაუდგა და შარშანდელი მეორე ადგილი Сobinhood-ს დაუთმო, რომელიც ადრე მხოლოდ ათეულში შედიოდა. ტოპ-10 ასევე შევიდნენ Bitlish-ი, რომელმაც მეექვსე პოზიცია შეინარჩუნა და BtcTurk-ი, რომელიც მეშვიდედან მერვე ადგილზე ჩამოვიდა.
მოულოდნელად დაბალი შედეგი აჩვენა აზიურმა პლატფორმა Binance-მ, რომელიც ოცეულშიც კი ვერ შევიდა და ორმოციანი პოზიციების შუაში გაჩერდა. Gemini-მ და Huobi -მ 86-ე და 97-ე პოზიციები გაინაწილეს. სამხრეთკორეულმა GOPAX-მა მეათე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო Upbit-მა მე-100-ე ადგილი დაიკავა. Korbit-მა და Bithumb-მა 114-ე და 117-ე, შესაბამსად ადგილები გაინაწილეს.
კრიპტობირჟების ნებისმიერი რეიტინგი, ისევე როგორც კრიპტოვალუტის რეიტინგები, ძალზედ სუბიექტურია. გარკვეული შემადგენლობის კრებულის ნებისმიერი რანჟირების მცდელობა, რომელიც განსაზღვრულ კრიტერიუმებს იყენებს, უთანხმოებებს აუცილებლად გამოიწვევს.
ასევე წაიკითხეთ
KuCoin პლატფორმებიდან 6 ტოკენს წაშლის
ხუთშაბათს, კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა განაცხადა, რომ თავისი პლატფორმიდან 6 ტოკენის წაშლას აპირებს. კერძოდ: EncrypGen (DNA), Publica (PBL), ქსელი Raiden (RDN) ტოკენი, Monetha (MTH), Blockmason Credit Protocol (BCPT) და ტოკენი Gladius (GLA).
Kraken-ი კერძო შეთავაზებებს გეგმავს
Finance Magnets-ის ინფორმაციით Kraken-ი კერძო შეთავაზებას გეგმავს. ამერიკული კრიპტოვალუტური ბირჟა Kraken-ი შეძლებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზების ღონისძიების გატარებას განიხილავს.