FInancial Magnets-ის მონაცემებით, ბირჟა CoinCheck-მა კლიენტებს აცნობა, რომ 2018 წლის იანვარის ჰაკერულ თავდასხმამდე არსებული ყველა კრიპტოვალუტის მხარდაჭერის აღდგენას აპირებს, რომელიც კომპანიას ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდა. სხვა საკითხებთან ერთად, მომხმარებლებს ისევ შეეძლებათ ჩარიცხონ, გაანაღდონ და გაყიდონ კომპანია Ripple-ს ალტკოინები - XRP და Facton (FCT).
შეგახსენებთ, რომ ა.წ. იანვარში იაპონურ ბირჟა Coinchek-ის მიმართ ყველაზე მსხვილი ჰაკერული თავდასხმა მოხდა ბიტკოინის ისტორიაში და განაწილებული რეესტრების ტექნოლოგიების დროში, რომლის ზარალმაც 526 მილიონი NEM-ი შეადგინა (XEM). შემთხვევის შემდეგ, ბირჟა იძულებული გახდა შეეწყვიტა მოპარულ და სხვა სახის
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ რეგულირებადი ბირჟის მუშაობას მასშტაბურმა ძარცვამ ხელი ვერ შეუშალა, პლატფორმის მფლობელებმა ამას დახურვა უწოდეს. მოგვიანებით, ფინანსურმა კომპანია Monex Group inc.-მა Coinchek 3.6 მილიარდ იენად ( 33.5 აშშ დოლარი) შეიძინა.
Monex Group-ის მიერ Coinchek-ის შესყიდვა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, რადგან პლატფორმა მას შემდეგ აღდგა და თავისი პროდუქცია და სერვისები განაახლა.
ოქტომბერში Coinchek_მა კლიენტებს ახალი ანგარიშების გახსნის საშუალება მისცა და მათზე კრიპტოვალუტების ფართო ასორტიმენტის, მათ შორის Bitcoin-ის (BTC), Ethereum Classic-ის (ETC), NEM-ის (XEM) და სხვა, განთავსება შესთავაზა.
განმეორებითი გატეხვისგან თავის დასაცავად, ბირჟამ მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ, კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშების საფუძველზე, პლატფორმის ტექნიკური უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ, განაახლოს მომსახურეობა.
მასალების მიხედვით btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
Kraken-ი კრიპტობირჟების უსაფრთხოების რეიტინგში ლიდერობს
კომპანია ICO Ratin-მა ახალი რეიტინგები გამოაქვენა, რომელშიც $100 ათასიანი მოცულობის მქონე 137 კრიპტოპლატფორმა შევიდა.
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს