ბიტკოინ-ენთუზიასტები საზოგადოებას Bitcoin-ის genesis-ბლოკის შექმნიდან ათი წლისთავის აღნიშვნისკენ მოუწოდებენ და, ამასთან დაკავშირებით, ბირჟებიდან თავიანთი აქტივების გატანას და ჰოლდერების სიმტკიცის შემოწმებას გეგმავენ.
2019 წლის 3 იანვარს, 10 წლისთავის აღსანიშნავად, ბირჟებიდან ჩვენი BTC ჩვენს საფულეებში გავიტანოთ. შემდეგ შევხედოთ, ვინ დაზარალდება და ამ გზით გამოვააშკარავოთ, თუ როგორ მუშაობს ქსელი.
ჭორები, 3 იანვარს ლონდონის დროით 4 საათზე დაგეგმილ ბიჟების კოორდინირებულ შემოწმებასთან დაკავშირებთ წინა კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა და Reddit-ზე გავრცელებულმა ასეთი შინაარსის პუბლიკაციამ, ეს ჭორები გააერთიანა.
გაუგებარია, თუ ვინ დგას ამ პოსტის უკან და ვინ არის ამ ინიციატივის კოორდინატორი. თანაც, ბევრს მიაჩნია, რომ ძალიან ცუდი იდეაა. სანდო აპარატული საფულეს გარეშე კრიპტოაქტივების შენახვა სახიფათოა.
მეორეს მხრივ, ტრეიდერები კრიპტოპლატფორმებს სულ უფრო ხშირად უყურებენ ეჭვის თვალით და მათ წინააღმდეგ პრეტენზიებსაც გამოთქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ რიგებში ანტირეიტინგის ლიდერები MT Gox და BTC-e არიან, არცერთი მსხვილი ბირჟა სერიოზულ დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული არ იყო.
გაუგებარია, თუ როგორ იმუშავებს დაგეგმილი ინიციატივა, რადგან ბირჟები, როგორც წესი, ორდონიან სისტემას იყენებენ. ბირჟები აღჭურვილნი არიან „ცხელი საფულეებით“, რომლებზეც სახსრების 5-10% ინახება და „ცივი საფულეებით“, სადაც ჰაკერებისგან დაცულ საცავში სახსრების უმეტესი ნაწილი ინახება.
სავარაუდოდ, ბირჟებიდან სახსრების კოორდინირებული გატანა, პირველ რიგში, „ცხელ საფულეებს“ დაცლის, რაც ბირჟის კრიპტოაქტივების მოცულობაზე არაფერს არ მეტყველებს. მას ყოველთვის შეუძლია „ცივი საფულეების“ გამოყენება და სახსრების გადმოსატანად, ვაჭრობის შეჩერება და დამატებითი დროის მოთხოვნა.
კრიპტოსაზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო Bitfinex-ის ცივი საფულეა. როგორც წესი, ის დიდი აქტივობით არ გამოირჩევა, თუმცა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბაზრის განსაკუთრებულად მაღალი ვოლატილობის პირობებშიც კი, ის საერთოდ უსიცოცხლოა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა დაგეგმილი შემოწმება და რა მიზანი აქვს მას სინამდვილეში - ბირჟების კრიპტოაქტივების შემოწმება თუ დათვების იძულება, გაიტანონ თავიანთი სახსრებია და, ბაზრის კორექტირების მიზნით, ვაჭრობის გაჩერება?
ასევე წაიკითხეთ
Binance ტოკენით სასტუმროს საფასურის გადახდა შეიძლება
ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
KuCoin პლატფორმებიდან 6 ტოკენს წაშლის
ხუთშაბათს, კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა განაცხადა, რომ თავისი პლატფორმიდან 6 ტოკენის წაშლას აპირებს. კერძოდ: EncrypGen (DNA), Publica (PBL), ქსელი Raiden (RDN) ტოკენი, Monetha (MTH), Blockmason Credit Protocol (BCPT) და ტოკენი Gladius (GLA).