აზერბაიჯანი ბლოკჩეინს ითვისებს

აზერბაიჯანი ბლოკჩეინს ითვისებს

გუშინ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Lenovo Global Technology-ს წარმომადგენლობამ და Azintelecom-მა პირველი კორპორატიული ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინეს.  სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Azerbaijan International Telecom-მი (AzInTelecom) ინფორმაციის ბლოკჩეინზე შენახვის სისტემაზე გადადის.

მთელი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში კრიპტოინდუსტრიის განვითარების დადებითი დინამიკა შეიმჩნეოდა. ხელისუფლება კრიპტოვალუტის თავისუფალი გამოყენების საშუალებას იძლევა და მისი სამართლებრივ სივრცეში შესაყვანად ემზადება. გაზაფხულზე, კრიპტოვალუტის ბაზრის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარების შესწავლის ცენტრი შეიქმნა. კანონზომიერია, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის  პოზიტიურად განწყობილ სივრცეში ინტეგრირება უფრო დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.

კომპანია Azintelecom-ის სპეციალიზაციაა - ტრეფიკის საერთაშორისო გაცვლა, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის სერტიფიცირება და დატა-ცენტრების სფეროში მომსახურების გაწევა. გარდა ამისა, AzInTelecom-ი ადგილობრივი მსხვილი კავშირის ოპერატორის Azercell-ის მფლობელია. გაუმჯობესების სურვილმა და ინოვაციებისკენ სწრაფვამ, კომპანია ამ ზაფხულს აზერბაიჯანში აშშ-ს სავაჭრო პალატაში  (AmCham) შეიყვანა და, ახლა კი - Lenovo-სთან თანამშრომლობით ბლოკჩეინ-პროექტის რეალიზაციამდე.

აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით, სადაც Lenovo იდენტიფიკაციის სისტემებს ნერგავს, კომპანიამ თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა, ხოლო კომპანია Nutanix-თან ტექნოლოგიური პარტნიორობის შედეგად, მან მაღალტექნოლოგიური  და უნიკალური პროექტი შექმნა.

პროექტი, რომელიც პლატფორმა Nutanix-თან ერთად უკვე განხორციელდა - ამ გაზაფხულზე გახსნილი აზერბაიჯანის უმსხვილესი  სამედიცინო ცენტრის დატა-ცენტრია.

ორი თვის წინ, ცენტრობანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა აზერბაიჯანის ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა წარადგინა, რომელიც უახლოესი ხუთი წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. ფართომასშტაბიანი პროგრამა ორ ძირითად სექტორზე ორიენტირებას გულისხმობს: ეკონომიკური და საბანკო. პროგრამას უვე ათამდე კომერციული ბანკი და თხუთმეტი სახელმწიფო უწყება შეუერთდა.

მასალების მიხედვით https://en.trend.az

ასევე წაიკითხეთ

35012018-12-05

IOTA შიდა ქსელური ტრანზაქციებისთვის ახალ ჩიპს გამოიყენებს

IOTA-ს ფონდის წარმომადგენლობა RIddle & Code-სთან თანამშრომლობის შესახებ შეტყობინება გაავრცელეს, რომლის მიზანიც IOTA Tangle-ზე “მანქანიდან მანქანაზე” ავტონომიური ტრანზაქციების განვითარებაა.

ტექნოლოგიები
52762018-10-21

კრიპტომატები: რასთან მიირთმევენ და სად ბინადრობენ

კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო ღრმად ინტეგრირდება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენთვის ჩვეულ გადახდის ტერმინალებთან და ბანკომატებთან ერთად, დიდი ქალაქის ქუჩებში ნელ-ნელა კრიპტომატებიც გამოჩნდა. ვეცდებით გავარკვიოთ, რისთვისაა საჭირო და როგორ გამოვიყენოთ.

სწავლება, ტექნოლოგიები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ტექნოლოგიები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

68932018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
46502018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
37162018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
36732018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
36592018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain