Opera-ს ვებ-ბრაუზერის შემმუშავებლებმა Android-ის აპლიკაციაში ჩაშენებული კრიპტოვალუტური საფულეს პრეზენტაცია წარმოადგინეს. ეთერეუმის ინვესტორები, რომლებიც იყენებენ Opera-ს ბრაუზერს, მომავალში სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებენ წვდომას თავიანთ ტოკენებთან.
ამ კრიპტოვალუტური საფულეს გამოყენება შეიძლება Android-ზე Opera-გადმოწერით ( არ არის ხელმისაწვდომი IOS-ის მომხმარებლებისთვის, შემდეგ ETH-ტოკენის ყიდვისას მასზე შეინახავთ. ამის შემდეგ მომხმარებლები ბრაუზერის შიგნით მინი-აპლიკაციებთან მიიღებენ წვდომას.
ახლა კრიპტოვალუტური ტრანზაქციების განხორციელება შეიძლება Android-ის მობილურ მოწყობილობების საშუალებით, ამასთან არ გჭირდებათ გარე დამატებების გადმოტვირთვა.
კომპანია Opera-მ პირველად მსგავსი გამოგონების ტესტირება ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა. აპლიკაციის ბეტა-ტესტირება წარმატებით, სექტემბერში მოხდა.
მას მერე, წინა წლის ფასის ავარდნასთან შედარებით, კრიპტოვალუტის ფასები საგრძნობლად დაეცა.
წარსულში Opera-მ ასევე გამოთქვა ინტერესი კრიპტოვალუტური მრეწველობის მიმართ, როდესაც საკუთარ ბრაუზერებში პროგრამულ უზრუნველყოფას აყოლებდა, რომელიც კრიპტოვალუტური თაღლითობის პრევენციას ახდენდა.
მასალების მიხედვით theverge.com
ასევე წაიკითხეთ
NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს
ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.
Trezor-ში კრიპტოვალუტის ჩაშენებული კონვერტორი გამოჩნდა
გუშინ Trezor -მა ოფიციალურ საიტზე საკუთარ ვებ-ინტერფეისის Trezor Model T-ს საშუალებით კრიპტოვალუტის გაცვლის ფუნქციის დამატების შესახებ განცხადება გააკეთა, რითაც საფულე უფრო უნივერსალური გახადა.