Medium-ში მოყვანილი Litecoin-ის ოფიციალური ჩანაწერის თანახმად, Litecoin-ის ქსელში საკომისიო მოსაკრებლის ღირებულება ახალ - 0.17 ვერსიაში 10-ჯერ შემცირდება. სამომავლოდ საკომისიოს საშუალო მოცულობა ერთ კილობაიტზე Ł0.0001-ი იქნება და არა Ł0.001 ერთი კილობაიტის სანაცვლოდ, როგორც ეს ეხლა არის.
ჩანაწერში მოცემული განმარტების მიხედვით, საკომისიოს დაანგარიშება ბლოკში გამოყენებული კილობაიტებით დაითვლება:
მოცემული მომენტისთვის ბლოკების სრულად შეუვსებლობის გამო, მაღალი საკომისიოს გადახდას აზრი არ აქვს. აღნიშნული გადაწყვეტლების მიღებისკენ კომპანიას სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა.
ტრანზაქციის სიდიდე, მასში არსებულ ინფრომაციის რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა გადაცემადი თანხის მოცულობაზე. ზოგიერთი ტრანზაქცია 1 კილობაიტზე ნაკლებს იკავებს. Medium-ის პოსტში ასევე საუბარი იყო ყველა კრიპტოვალუტის, მათ შორის Litecoin-ის შემთხვევაშიც საკომისიო მოსაკრებლის აუცილებლობაზე. მომავალში, როდესაც ბლოკისთვის განკუთვნილი ჯილდოს სიდიდე შემცირებას დაიწყებს, მაინერების წახალისებისთვის ქსელის მონაწილეებს ახალი საშუალებების ძიება მოუწევთ. კერძოთ, ისინი საკომისიოს უკვე არსებული კრიპტოვალუტის ტრანზაქციის სანაცვლოდ მიიღებენ.
Litecoin-ის ფონდის ხელმძღვანლის და წამყვანი სპეციალისტის ადრიალ გალაჰერის თქმით, „მოცემული ვარიანტი საკომისიო განაკვეთის შესაქმნელად საფუძვლის მომზადებას გაამარტივებს, რომელიც პროგნოზირებულად შეიცვლება. მას ასევე მსოფლიო კრიპტოვალუტის ბაზარზე სამიდან ექვსი თვის განმავლობაში დათვური ტრენდის შემცირება იწინასწარმეტყველა.
დეჟავუ
2018 წლის 17 იანვარს, როდესაც Litecoin-ის ღირებულება 187 $-ის ნიშნულზე იმყოფებოდა, ალტკოინის შემქმნელი ჩარლი ლი Litecoin-ის კოდში საკომისიო მოსაკრებლის ჩართვას ასევე აანონსებდა.
6 იანვარს ლი კომისიის ბაზრის პროგრამირებაზე ალაპარაკდა და ახალი სისტემის წინადადებით გამოვიდა, რომლის შემთხვევაშიც „მეინერები არ მოემსახურებიან დაბალ მოსაკრებლიან ტრანზაქციებს და საჭიროების შემთხვევაში საკომისიოს გაზრდზე მინიშნებას გააკეთებენ“.
ეს განცხადება ძალიან გავს გალაჰერის მოსაზრებას „პროგნოზირებადი საკომისიო განაკვეთის“ შესახებ.
მასალების მიხედვით https://www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen и Litecoin ანალიზი 18.10.2018-სთვის
მიუხედავათ კონსოლიდაციის დიაპაზონის უკიდურესი შევიწროვება, ფასთა სტაგნაცია ჯერ კიდევვ მიმდინარეობს. რა მიმართულებით გამოვა წყვილი გვერდულიდან?
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან
Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან. Dash Core Group (DCG) -ის დეველოპერების გუნდის ცოტახნისწინდელი დუმილი დარღვეულია. DCG-ს გენერალურმა დირექტორმა რაიან ტეილორმა ვებ-გვერდ Medium-ის ბლოგის პოსტში განაცხადა, რომ Dash-ი სრულიად სტაბილურია.