პროექტის წამყვანი ინჟინრის მოსაზრების თანახმად, Bitcoin SV-ს მასშტაბურობა გარანტიას გვაძლევს, რომ მალე იგი ყოველდღიურად მილიარდ ადამიანს მოემსახურება.
გამოცემა Crypto Briefing-ს SV-ს ერთ-ერთმა შემმუშავებელმა, დენიელ კონოლიმ აღნიშნა, რომ საგადასახადო პროტოკოლით მილიარდი ადამიანი ისარგებლებს. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსთვის ბლოკის მოცულობა 2GB-მდე გაიზრდება, Bitcoin SV-ს უფრო მეტი მომხმარებელი გამოიყენებს სისტემის გადატვირთვის გარეშე.
ჩვენ მიზნად ვისახავთ დღეში 5 მილიარდი მომხმარებლის მომსახურებას, ჩვენ ჯერ დიდი გზა გვაქ გასავლელი, თუმცა ამ ქსელის მასშტაბების გაზრდით მიზანს ვუახლოვდებით.
Bitcoin SV (‘Satoshi Vision”) ეს არის Bitcoin Cash-ის პროტოკოლი, რომელიც წინა თვეში ჩაეშვა. BSV-ს ბლოკის მოცულობა 64 MB-დან 128 MB-მდე გაიზარდა. SV-ს მხარდამჭერების თანახმად, ეს ონ-ჩეინ მასშტაბური გადახდებისთვის ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტაა. ამ მომენტისთვის ბლოკჩეინ ქსელი $1.7 მილიარდად ფასდება,
Bitcoin SV-ს ძირითად პრიორიტეტად კი მასშტაბურობა ითვლება. კონოლინის განცხადების თანახმად, გუნდი მაისში ბლოკის 512 MB-ით გაზრდას გეგმავს, შემდეგი წლისთვის კი 2 GB-მდე. 18 თვის შემდეგ, ისინი საერთოდ სიმძლავრის შეზღუდვის მოხსნას აპირებენ და მაინერებს საშუალება მიეცემათ თვითონ გადაწყვიტონ ბლოკის მოცულობა.
SV-ს ქსელმა შეძლო ოთხსაათიანი სტრეს-ტესტისთვის გაეძლო, რომლის დროსაც 1.8 მილიონი ტრანზაქცია გადაამუშავა. nChain-ის ბიზნეს სერვისების დირექტორის სიმიტ ნაიკის აზრით, SV ერთადერთი საშუალებაა Bitcoin-ის იმ ფორმაში დასაბრუნებლად, რისთვისაც ის იყო ჩაფიქრებული.
სატოშიმ p2p ტრანზაქციებისთვის იდეალური სისტემა განიხილა. მას შემდეგ ინდუსტრიაში ბევრი ადამიანი მოვიდა და იგი ტექნოლოგიურ ინსტრუმენტად გადააქციეს. თუმცა, ბიტკოინის არსი მის ეკონომიკურ მოდელშია - რა საჭიროა მისი შეცვლა?
მაგრამ ჰეშ-ომი ჯერ არ დასრულებულა.
გუშინ კრეიგ რაიტმა განაცხადა, რომ ბაღის სასუქად ABC-ს იყენებს. ნაიკის აზრით, ABC SV-სთან არასდროს აღარ გაერთიანდება. “ჯაჭვების გაერთიანება SV გუნდის დაცინვა გახდება”, - განაცხადა მან. “მათ გააკეთეს თავისი არჩევანი და საჭიროა მიჰყვნენ მას, თუნდაც ეს ABC-ს აღსასრული გახდეს”.
სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, პირადი შეურაცხყოფა და ქილიკი ქსელის განვითარებას არ ეხმარება, ამიტომ მსხვილმა მეწარმეებმა შესაძლოა პროექტი დატოვონ. სიტუაციის ირონიულობა იმაშია, რომ მომხმარებლებისა და ინვესტორების მოწვევის მცდელობით, Satoshi Vision-ის ჯგუფი სახეზე აფარებით ვერ ხვდება თავისი ქმნილების სისუსტეს.
მასალების მიხედვით cryptobriefing.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash Association-ი ლათინურ ამერიკაში BCH-ის სარგებლიანობას პრომოუთერობს
Bitcoin Cash Association-ი ლათინური ამერიკის ტრეიდერებს შორის BCH-ს აპრომოუტებს BCA და Spendbch-მა ვებ-პორტალ Bitcoincashers.org -ზე BCH-ის უფასოდ დარიგების საბონუსო პროგრამის შესახებ ინფრომაცია გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, BCH-ს ისინი მიიღებენ, ვინც ლათინურ ამერიკის ადგილობრივ საწარმოებში კრიპტოვალუტის მიღებას შეუწყობს ხელს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-სა და Litecoin-ის ანალიზი 22.10.2018-სთვის
ახალი სავაჭრო კვირა დაიწყო. გააქტიურდება თუ არა ალტკოინების ბაზარი?