მას მერე, რაც კანადაში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა, კანადის მოქალაქეებს მარიხუანის მოხმარების გამო აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ, რამაც კანადელების უკმაყოფილება და მღელვარება გამოიწვია.
აშშ-ს საზღვრის გადაკვეთისას კანადელ ტურისტებს მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებულ შეკითხვების დასმა აუცილებლობას წარმოადგენს. ბევრი ცრუობს, რადგან ეშინიათ, რომ მათ აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალებათ. თუმცა ისინი არ ითვალისწინებენ ერთ ფაქტს - მესაზღვრეებს მათ საკრედიტო ბარათების ტრანზაქციებისადმი წვდომა აქვთ და ისინი ხედავენ, თუ ვინ შეიძინა კანაფი.
ამ ყველაფერმა კანადის მთავრობა ისე აღაშფოთა, რომ მან თავის მოქალაქეებს ლეგალური მარიხუანის ყიდვა „ქეშად ურჩია“, რათა პირადი ინფორმაცია დაეცვათ.
კონფიდენციალურობის საკითხების რწმუნებულმა ოთხშაბათს „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ გამოაქვეყნა, რომელშიც განიმარტება, თუ რატომ იგრძნობენ კანადელები თავს უფრო კომფორტულად თუ მარიხუანას ნაღდი ანგარიშსწორებით იყიდიან.
თუმცა, აღნიშნულ დოკუმენტში არ არის ნახსენები მარიხუანის ყიდვის კიდევ ერთი, ყველაზე უსაფრთხო, მომგებიან და კონფიდენციალური საშუალება. საუბარია მარიხუანის კრიპტოვალუტით შეძენაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კანადის 4,8 მილიონი მოქალაქე ოფიციალურად კრიპტოვალუტის მფლობელია, ამ ორი დიდი ბაზრის შერწყმა საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული იქნება.
კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობები შესანიშნავად შეეფერება ლეგალიზებული ნარკოტიკის მზარდი ბაზრის მოთხოვნებს. თანაც, მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს.
ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მარიხუანული კრიპტოვალუტა PotCoin-ი 2014 წელს კანაფით ვაჭრობისთვის შეიქმნა. HempCoin-ი ასევე 2014 წელს შეიქმნა, მაგრამ ის გროვერებსა და სამედიცინო მარიხუანით მოვაჭრე მაღაზიებს შორის გაცვლაზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, კანადის მარიხუანის ონლაინ-მაღაზიაში გადახდის საშუალებების ჩამონათვალში HempCoin-იც არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამედიცინო მარიხუანის მწარმოებლები Bitcoin-ის მაინინგს ყურადღებით აკვირდებიან და მცენარეების გასაზრდელად მოწყობილი სათბურების გათბობის ხარჯების შემცირებას განიხილავენ.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.
მოსაზრება: დღეს ბიტკოინი - ეს ლატარიის ბილეთია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის და ეკონომიკის ამჟამინდელი პროფესორი კენეტ როგოფი თვლის, რომ მოცემული მომენტისთვის ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები იგივეა რაც „ლატარიის ბილეთი“.