Fusion Whiskey-მ თავის პარტნიორებთან Adelphi Distillery-სთან ერთად, განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ The Winter Queen - კოქტეილს გამოუშვებდნენ, რომელიც შოტლანდიურისა და ჰოლანდიური ალაოს ვისკის, ასევე, დამატებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იქნება შედგენილი.
The Winter Queen - ეს პირველი ვისკის ბრენდია, რომელიც წარმოებისთვის ბლოკჩეინს გამოიყენებს. Fusion Whiskey-ს უკვე გააჩნია მსგავსი პროდუქტი - მარტში, კომპანიამ ავსტრალიური ვისკის Brisbane-ს გამოშვება დაიწყო.
Adelphi Distilery მმართველი დირექტორის, ალექს ბრიუსის თქმით, ბლოკჩეინ ტექნოლოგია კომპანიას ალკოჰოლის წარმოშობის შესახებ უპრეცენდენტო ზუსტი ინფრომაციის მიწოდებაში დაეხმარება. მყიდვეები შეძლებენ სასმელის წარმოებისას ყველა პუნტქს ადევნონ თავლი - ქერის შეგროვებიდან, ჩამოსხმისა და რეალიზაციის პროცესამდე.
The Winter Queen სასმელების სერიიდან შემდეგ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც გავლენიანი შოტლანდიელებისადმია მიძღვნილი, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ვისკის ქვეყანა-მწარმოებლის განვითარებაში. The WInter Queen-ის მწარმოებლის თქმით, იგი ელიზაბედ სტიუარტის საპატივცემულოდ იყო შექმნილი.
პირველად 2015 წელს გამოუშვებული - ამ სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი - The Glover, წარმოადგენს შოტლანდიურისა და ძალიან იშვიათ, ცნობილი იაპონური ვისკის Hanyu-ს, შენარევს. ეს ვისკი ტომას ბლეიკ გლოვერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვისკია, რომელმაც 19 საუკუნეში იაპონიის მოდერნიზაციაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა და დაეხმარა Mitsubishi-სა და Kirin Group-ის განვითარებას.
მასალების მიხედვით thenational.scot
ასევე წაიკითხეთ
ენერგეტიკულმა გიგანტებმა ნავთობით ვაჭრობისთვის ბლოკჩეინ-პლატფორმა გაუშვეს
VAKT პლატფორმა წარმოადგენს გარიგების შემდეგი პროცესებით მართვის სისტემას, ყიდვა-გაყიდვის პროცედურის შეთანხმების უზრუნველყოფითა და ნედლეულის მიწოდების მონიტორინგს. პლატფორმის მიზანია, საიმედო ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნის გზით, მსოფლიო სავაჭრო ინდუსტრიის ციფრული ფორმირება.
Coinbase-მა სტარტაპის $ 12,7 მილიონის ოდენობით დაფინანსებას დაუჭირა მხარი
ბლოკჩეინზე ტრადიციული ფასიანი ქაღალდების ციფრული პროდუქტების შესახებ საკუთარი ინიციატივის ფარგლებში, სერია A-ს დაფინანსების რაუნდში სტარტაპ Securitize-მ 13 მილიონი დოლარი მოაგროვა.