გაშვება აპლიკაციის შემქმენელებს საკუთარი NEO dApp-ის პლატფორმაზე ატვირთვის საშუალებას მისცემს. ქსელ NEO-ს თავისთავად დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობა შეუძლია, თუმცა nOS ამ შესაძლებლობებს აფართოვებს. nOS-ის ძირითად სამომხმარებლო ფუნქციას dApp (dApp Gateway)-სთვის განკუთვნილი რაბი წარმოადგენს, რომელიც აპლიკაციების მაღაზიის მსგავსად ფუნქციონირებს.
თუმცა, ამ ფუნქციის გარდა, nOS ვებ-ბრაუზერს, საფულეს, გამცვლელს, ასევე სხვა მრავალ ფუნქციას შეიცავს, რომლებიც აპლიკაციებთან პირდაპირ ურთიერთქმედებს.
რაც ყველაზე მთავარია - სისტემა nOS მთლიანად დეცენტრალიზებულია, Gateway-ს ყველა აპლიკაცია დემოკრატიული გზით, ანუ ხმის მიცემით ფასდება, რაბი ასევე ხელოვნური შეფასებებით აკრეფილ სასპონსორო აპლიკაციებსაც არ შეიცავს. ვინაიდან nOS “ქომიუნითისთვის’’ მთლიანად გამჭვირვალეა, ამის დადასტურება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
ამჯერად, კომპანია დეველოპერების მოზიდვას დაიწყებს, რომლებიც აპლიკაციებს ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნებენ. დეველოპერებმა საკუთარი განაცხადები იმ პროცედურების შესაბამისად უნდა წარადგინონ, რომლებიც საიტ Medium-ზე პროექტის ბლოგშია მოყვანილი. მოწონების მიღებისთანავე, მათ დომეინ სახელს nos:// მიაწვდიან, რომელიც dApp-ისთვის მისამართად შეიძლება იყოს გამოყენებული.
nOS მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან სრულ წვდომას ფაილების ღია საკუთარი სისტემის, ვებ-პროტოკოლის, ბრაუზერისა და კლიენტის მეშვეობით სთავაზობს. სხვა, LiquidEOS dApp Network-ს მსგავს პროექტებს dApp-ისთვის გადანაწილებული პლატფორმის შექმნის მცდელობები ჰქონდათ, და ეს ტრენდი, შესაძლია, მომავალშიც განვითარდეს.
მასალების მიხედვით unhashed.com
ასევე წაიკითხეთ
პაველ დუროვის კრიპტოვალუტას სწრაფი ზრდა უწინასწარმეტყველეს
ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network (TON)-ის გაშვება კრიპტოვალუტა Gram-ის გაძვირებას გამოიწვევს, რომლის გამოშვებას, უკვე ერთი წელია, დუროვი ცდილობს. ასეთი დასკვნა Hash CIB-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს.
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.