დასავლეთ ვირჯინიაში ექსპერიმენტალური არჩევნები blockchain-პლატფორმაზე დაყრდნობით ჩატარდა. ამ შტატის ამომრჩევლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ხმის მიცემის პროცედურა მობილური მოწყობილობების მეშვეობით გაირეს. პირველად ისტორიაში, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საპილოტო პროქტში სმრტფონები, სახის ამოცნობის ტექნოლოგია და blockchain-ტექნოლოგიები ერთდროულად იყო გამოყენებული, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოს.
დასავლეთი ვირჯინია - პირველი შტატია, რომელმაც blockchain-ი არჩევნებისთვის გამოიყენა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ამომრჩეველთა გრძელი რიგები შემცირდა და არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობა გაიზარდა. არჩევნების დროს, დაახლოებით 300 000 აშშ-ს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება და თავის რჩეულ კანდიდატს ხმას ვერ აძლევს, რაც, ექსპერტების აზრით, დემოკრატიულ პროცესებზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. აღსანიშნავია ისიც, რომ საპილოტო პროექტის პერსპექტივებთან ერთად, ღიად რჩება blockchain ხმის მიცემის უსაფრთხოების საკითხები.
არჩევნების ტექნიკურ უზრუნველყოფას კომპანია Voatz-მა განახროციელა, რომელსაც სტუდენტურ საბჭოებში არჩევნები ამ გზით აქვს ჩატარებული. ახლა კი, კომპანიამ სერიოზული ტესტი შტატის მასშტაბით გაიარა.
Voatz-ის განცხადებით, ისინი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიკაციის შემდეგ, პირად მონაცემებს არ ინახავენ და, შესაბამისად, არ შეუძლიათ ნახვა, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა. Blochain-ი შენახულ ინფორმაციაში ჩარევას გამორიცხავს და ხმებს იმ დრომდე ინახავს, სანამ მას, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საჯარო მოხელეები არ განბლოკავენ,. უფრო მეტიც, ინფრომაციის მეტი კონტროლის მიზნით, კენჭისყრის შედეგები იბეჭდება და ბიულეტენის ერთ კოპიას ამომრჩეველს ეგზავნება, მეორე კი - კონტროლისა და აუდიტისთვის შტატის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ინახება.
ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, მუშაობას რამოდენიმე დამოუკიდებელი აუდიტორული კომისია შეუდგება, Blockchain-ზე ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პრფესიონალური დასკვსნის დასაწერად. ექსპერტების საბოლოო დასკვნის საფუძველზე, რომელიც გაზაფხულე იქნება გამოქვეყნებული, გადაწყდება ტექნოლოგიის ქვეყნის მასშტაბით დანერგვის საკითხი.
ასევე წაიკითხეთ
NEO-მ ახალი სატესტო სერვერი nOS გაუშვა
გაშვება აპლიკაციის შემქმენელებს საკუთარი NEO dApp-ის პლატფორმაზე ატვირთვის საშუალებას მისცემს. ქსელ NEO-ს თავისთავად დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან მუშაობა შეუძლია, თუმცა nOS ამ შესაძლებლობებს აფართოვებს. nOS-ის ძირითად სამომხმარებლო ფუნქციას dApp (dApp Gateway)-სთვის განკუთვნილი რაბი წარმოადგენს, რომელიც აპლიკაციების მაღაზიის მსგავსად ფუნქციონირებს.
პაველ დუროვის კრიპტოვალუტას სწრაფი ზრდა უწინასწარმეტყველეს
ბლოკჩეინ-პლატფორმა Telegram Open Network (TON)-ის გაშვება კრიპტოვალუტა Gram-ის გაძვირებას გამოიწვევს, რომლის გამოშვებას, უკვე ერთი წელია, დუროვი ცდილობს. ასეთი დასკვნა Hash CIB-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს.