პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში გიგანტმა Salefforce-მ პატენტი მიიღო, სადაც email-სპამთან ბრძოლაში ბლოკჩეინ-პლატფორმის გამოყენებას აღწერს. პატენტში განხილულია მომხმარებლების საფოსტო ყუთებში სპამის დაბლოკვის ტექნოლოგია.
აშშ-ს პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში, Salesforce ერთ-ერთი “ხმამაღალი სიტყვაა”, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის მიმართ, ბოლო დროს, დიდ ინტერესს იჩენს. ასეთი ინტერესის გამოვლინების შედეგი პატენტი გახდა, რომელიც სპამ-წერილების გავრცელების აღმოფქვრას შეუწყობს ხელს. კვირის დასაწყისში, აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნის სამმართველოს (USPTO) მიერ გამოქვეყნდა Salerfoce-ს პატენტი, სახელწოდებით “ Blockchain-ის გამოყენებით სისტემებისა და წერილების გაცვლის მეთოდები, შეტყობინების მთლიანობის უზრუნველსაყოფად”. Salesforce თავის მომხარებელს ფოსტის ქლაუდ პლატფორმას სთავაზობს და პირობას აძლევს შექმნას სისტემა, რომელიც მომხმარებლებს გარანტიას მისცემს, რომ კანონიერი მოხმარებლების მიერ გაგზავნილი წერილები, შემომავალი სპამის ფოლდერში არ მოხვდებიან. დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას მოგვცემს დაკარგული შეტყობინების მოსაძიებლად სპამის ფოლდერი აღარ შევამოწმოთ.
Salesforce ორსერვერიანი შეტყობინების მიწოდების სისტემის გამოყენებას გეგმავს, რომელშიც შეტყობინების ნაწილი სერვერზე შეინახება და ბლოკჩეინის გამოყენებით შემოწმდება, რაც შეტყობინების ნამდვილობის გარანტი იქნება.
კომპანიამ თავისი პატენტის დოკუმენტში განაცხადა, რომ ეს სიტემა შეტყობინებების ავთენტურობის იდენტიფიკაციაში დაეხმარება. გარდა ამისა, პატენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიის გამოყენება სხვა სფეროშიც შეიძლება, მაგალითად სამედიცინო და იურიდიული, სამართლებრივი და სხვ. დოკუმენტების დამოწმებაში
ასევე წაიკითხეთ
ვისკი ბლოკჩეინზე? ყველაფერი შესაძლებელია
Fusion Whiskey-მ თავის პარტნიორებთან Adelphi Distillery-სთან ერთად, განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ The Winter Queen - კოქტეილს გამოუშვებდნენ, რომელიც შოტლანდიურისა და ჰოლანდიური ალაოს ვისკის, ასევე, დამატებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იქნება შედგენილი.
Amazon-ის ჩინეთის განყოფილებამ ბლოკჩეინ Qtum-თან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.