IsDB, რომელიც პროექტს საკუთარი შვილობილი კომპანიის, კერძო სექტორის ისლამური კორპორაციის განვთარების საშუალებით გაუშვებს, ცდილობს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტრადიციულ და ისლამურ ბანკებს შორის, სწრაფად და ეფექტურად შექმნას, ამავდროულად არ დაარღვიოს შარიათის ნორმები.
ინსტიტუტმა ხელი მოაწერა ტუნისური ინვესტირების საკონსულტაციო კომპანია iFinTech Solutions-სთან, რომელიც ისლამური პრინციპების დარღვევის გარეშე ალტერნატიულ ფინანსურ გადაწყვეტილებაზეა ორიენტირებული.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს გამოასწოროს საერთაშორისო ცენტრალური ბანკების მიერ შემოთავაზებული ისლამური ბანკების უკმარისობა მსოფლიო არენაზე და დაფინანსების ინსტუტიტების შესაძლებობების შეზღუდვები.
ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას მოგვცემს შეიქმნას პლატფორმა, რომელიც სასაზღვრო გადასახადებს, სწრაფს, იაფსა და გამჭვირვალეს გახდის.
საუდის არაბეთმა, ტრადიციულად, სხვა ისლამური იურისდიქციების ოფიციალური დამოკიდებულება გაიმეორა, მათი მხრიდან კრიპტოვალუტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ამავდროულად საუდის არაბეთის ხელისუფლება ბლიკჩეინის ინოვაციურ ტექნოლოგიას უჭერს მხარს.
დისკუსია, ისლამთან მრეწველობის თავსებადობის თაობაზე, კვლავ მიმდინარეობს და რამოდენიმე ქვეყანა კონსერვატიულ პოზიციას ემხრობა, რომელიც სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება. საუდის არაბეთი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ერთად მუშავდება.
ასევე წაიკითხეთ
ტაილანდის ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნები ბლოკჩეინის გამოყენებით ჩაატარა
ტაილანდის ძირითადი ოპოზიციური - დემოკრატიული პარტია მსოფლიოში პირველი გახდა, რომელმაც პირველადი არჩევნები ბლოკჩეინის ბაზაზე ჩაატარა. Zcoin ბლოკჩეინზე დაფუძნებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით, პარტიამ თავისი არჩევნები წამატებით ჩაატარა, რომელშიც 120 000 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს
29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.