საფოსტო სამსახური Swiss Post-ი და სატელეკომუნიკაციო ფირმა Swisscom-ი შვეიცარიაში, ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის უსაფრთხო და საიმედო ინფრატრუქტურის შექმნისთვის გაერთიანდნენ. ორივე კომპანია ქსელს საკუთარი სერვისების მართვისთვის და სამომავლო აპლიკაციების შექმნისთვის გამოიყენებს.
ეს ინფრასტრუქტურა სხვა, არსებული ბლოკჩეინ აპლიკაციებისგან განსხვავებული იქნება, ვინაიდან უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მიმართ არსებული ბანკების მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მთლიანად შვეიცარიაში დარჩება.
საჯარო ბლოკჩეინებისგან განსხვავებით (ისეთი როგორც Bitcoin-ი და Ethereum-ი) მოცემული კერძო ინფრასტრუქტურა ნაკლებად ენერგოხარჯიანი იქნება, ვინაიდან მის გამოყენებას მხოლოდ იდენტიფიცირებული მომხმარებლები შეძლებენ. ეს შეთანხმების პროცედურების ეფექტურობის გაზრდის საშუალებას შეუწყობს ხელს, და ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებასა და წარმადობას. ბევრი კომპანიისთვის, საკუთარი ბლოკჩეინ-აპლიკაციების ამოქმედებისას, ყოველივე ეს გადამწყვეტ არგუმენტის როლს თამაშობს.
Blockchain for Utility (B4U) სერვისის გამოყენებით, კომპანიებმა Post Finance და Energie Wasser საპილოტო პროექტი აამოქმედეს. მისი მეშვეობით ფოტოელექტრული სისტემით აღჭურვილ სახლის მფლობელებს, თვის ბოლო დახარჯული ელექტროენერგიის საფასური ბლოკჩეინში ავტომატურად მოსდის.
ორივე კომპანია საკუთარი აპლიკაციებისთვის Hyperledger Fabric პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ საერთო ინფრასტრუქტურას იყენებს და საჭიროების შემთხვევაში მას სხვა კომპანიებსაც სთავაზობს.
ბაზარზე პირველი საპილოტე აპლიკაციების გამოჩენა 2019 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი. აპლიკაცია გათვლილია კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებზე, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს-პროცესების უსაფრთხო და საიმედო დამუშავება სურთ.
მასალების მიხედვით postalandparceltechnologyinternational.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური მილიონერი ბლოკჩეინზე პირველი სმარტ-ქალაქის მშენებლობას გეგმავს
ნევადას შტატში მდებარე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ადგილობრივი ინტრიეგების სამიზნედ იქცა, რადგან ის წელს, ნაღდი ანგარიშწორებით, 170 მილიონ აშშ დოლარად, კომპანია Blockchains LLC-მა იყიდა. კომპანიის მფლობელმა - იურისტმა და მილიონერმა ჯეფრი ბერნსმა წინა კვირას თავის საკუთრებას Polaris-ის ფირმის კვადროცილიკთ გასაცნობი წრე დაარტყა.
Facebook-ი ბლოკჩეინ-სპეციალისტების დიდ ჯგუფს კრიბავს
გასული წლის მაისის თვეში, კომპანია Facebook-ის წარმომადგენლებმა ექსპერიმენტული ბლოკჩეინ ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი უხელმძღვანელებდა. მანამდე მარკუსი Facebook Messenger-ის შემმუშავებლების გუნდს მეთაურობდა.