პარასკევს, ჩინეთის კიბერსაწინააღმდეგო ადმინისტრაციამ (The Cyberspace Administration of China) დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ყველა ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ავალდებულებს დაიცვას ცენზურა, ასევე, მოითხოვოს მომხმარებლებისგან მათი რეალური სახელები და რეგისტრაციისას მითითებული საინდეტიფიკაციო კოდი. Soutch China Morning Post-ის ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტი საზოგადოებისთვის განსახილველად 2 ნოემბრამდე ღიაა.
კანონპროექტში ნათქვამია:
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით ინფორმაციული მომსახურეობის გაწევა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სრულიად უნდა შეესაბამებოდეს ამ დებულებებს. თუ იარსებებს რაიმე სხვა სახის დებულება კანონში და ადმინისტრაციულ წესებში, აუცილებელია ისიც მიეთითოს.
კანონის შესაბამისად, ბლოკჩეინ სერვისის მომწოდებლები ვალდებულნი არიან შეავსონ რეგისტრაციის ფორმა ინტერნეტის ქსელის ინფორმაციულ ცენტრში (CCNIC). რეგულატორის თანახმად, ეს პროცედურა 10 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
გარდა ამისა, ბლოკჩეინ სტარტაპი ვალდებულია ამოწმებდეს მოხმარებლებს და მათ ვინაობებს, ასევე უნდა მიაწოდოს რეგულატორს რეალური კომპანიის შესახებ ყველა დოკუმენტაცია და მონაცემი მომხმარებლებზე, თუ ასეთი იარსებებს.
მიუხედავად ჩინური ICO-ს აკრძალვისა და კრიპტოველუტების, ბლოკჩეინ ტექნოლოგია რეგიონში განვითარებას მაინც განაგრძობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიპტოვალუტის რეპრესიების მიუხედავად ჩინეთის მთავრობამ $3მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია გამოყო ბლოკჩეინს-ფონდისთვის. ქვეყნის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარება იქნება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნისთვის შემდგომი რამდენიმე წელი.
ცოტა ხნის წინ, ჩინეთის ელექტრონიკის ცენტრლიზაციის ინსტიტუტმა (CESI) განაცხადა, რომ გეგმავს ჭკვიანი-კონტრაქტების, პირადი ინფორმაციისა და ბლოკჩეინ დეპოზიტების გაუმჯობესების პუბლიკაციას, რათა დააჩქარონ ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარება ქვეყანაში.
მასალების მიხედვით https://www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ეჭვობს, რომ, Tether-ი, 2017 წლის ბიტკოინის რალის დროს, მანიპულაციებში იღებდა მონაწილეობას
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.

