პარიზის Financia Business School-მა სასწავლო პროგრამაში ფინანსური ტექნოლოგიების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მასტერ კლასები დაამატა. რადგან სტუდენტთა 25 % უცხოელები არიან, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლების შემცირების მიზნით, სასწავლებელმა ბიტკოინებით გადახდის საშუალებებში დაამატა.
ბიტკოინით სწავლის საფასურის გადახდას პარიზული ბლოკჩეინ-სტარტაპის Coin Capital-ის მხარდაჭერა აქვს. ამ მომენტისათვის კურსების საფასური ბიტკოინებით უკვე 5 სტუდენტმა გადაიხადა. ერთ-ერთი სტუდენტი, ადამ ჰასიბი ამბობს:
მე დიდი ხნის წინ დავინტერესდი ამ ტექნოლოგიით და მალევე გავხდი ბლოკჩეინის მოდელის დეცენტრალიზაციის მომხრე ... 2017 წლის მაისში პირველი ბიტკოინი ვიყიდე, რომლითაც სწავლის საფასური გადავიხადე. ოპერაცია საკმაოდ მარტივი იყო, მე მხოლოდ დავუკავშირდი ადმინისტრატორს და საფულის მისამართი მივიღე.
სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დაწესებულების შიდა პროცესების მხარდასაჭერად გამოყენებას გეგმავენ. ისინი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმის შესახებ საუბრობენ.
ციფრული ბაზარი ცივილურ ფორმებს იძენს და უნივერსიტეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო ხშირად ამატებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების შემსწავლელ კურსებს. პროგრამისტ-ფრილანსერების ონლაინ პლატფორმა Toptal-ის განცხადებით, 2017 წლის შემდეგ ბლოკჩეინ დეველლოპერებზე მოთხოვნა 700%-ით გაიზარდა, ხოლო კვალიფიცირებული სპეციალისტების რიცხვი ჯერ კიდევ კატასტროფულად არასაკმარისია.
მასალების მიხედვით bitcoinnews.com
ასევე წაიკითხეთ
უძრავი ქონების აგენტები კრიპტოვალუტის მიღებას დაიწყებენ
კომპანია Rickner Charles-ის დირექტორმა, უძრავი ქონების აგენტმა რონი რიკნერმა კომპანიის მომსახურების სანაცვლოდ, კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო და ერთ-ერთი კლიენტისგან როჩესტერში 600 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ჰონორარი ბიტკოინებში მიიღო.
Forbes-ის 30 Under 30: რეიტინგში კრიპტოინდუსტრიის 7 წარმომადგენელი მოხვდა
ამერიკულმა საფინანსო-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა მორიგი 30 Under 30 რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხვდებიან. ავტორიტებულმა ეკონომიკურმა გამოცემამ 30 წელზე ნაკლები ასაკის 30 საუკეთესო ფინანსისტების რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი მათგანი (23%) კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან არიან დაკავშირებულნი.

