კომპანია Rickner Charles-ის დირექტორმა, უძრავი ქონების აგენტმა რონი რიკნერმა კომპანიის მომსახურების სანაცვლოდ, კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო და ერთ-ერთი კლიენტისგან როჩესტერში 600 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ჰონორარი ბიტკოინებში მიიღო.
ციფრული ვალუტით სარგებლობის შესახებ სხვა აგენტებმაც განაცხადეს. შარშან, კომპანია Go Homes-მა განაცხადა, რომ 350 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონება ბიტკოინების სანაცვლოდ გაყიდა. უძრავი ქონების ზოგიერთი გამქირავებელი ქირის გადასახადს და ავანსს კრიპტოვალუტაში იღებს.
რიკნერის თქმით, მისი შემოთავაზება უნიკალურია, რადგან ის Bitcoin-ის გარდა, Ethereum-ს და Ripple-საც იღებს, რაც კლიენტებს სწრაფი ტრანზაქციების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, არ არის საჭირო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენა, ხოლო უცხოელ მყიდველებს - საკომისიო ნაკლები ექნებათ გადასახდელი. ყველა კრიპტოგადახდა უსაფრთხო „ცივ“ საფულეში იქნება შენახული ან ფიატში კონვერტირებული.
ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რიკნერი ამბობს, რომ კრიპტოსექტორზე ამ ეტაპზე რაიმე საკანონმდებლო აქტი არ ვრცელდება. რინკერი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი ახლო მომავალში მოგვარდება და თავისი კომპანია კანონის დარღვევის გარეშე იმუშავებს.
ჩვენ კანონმდებლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ყურადღებით ვადევნით თვალყურს. გარდა ამისა, რაიმე მომსახურების გაწევამდე, ყველა კლიენტი აუცილებელ შემოწმებას გადის. ჩვენი მიზანია - დარგის უკეთესობისკენ შეცვლა.
რინკერი თვლის, რომ აგენტებმა კონკურენციის გასაწევად ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ და კლიენტები გადახდის საშუალებებში არ უნდა შეიზღუდონ, რათა ისინი ბაზარზე ონლაინ აგენტებმა არ შეავიწროვონ.
მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომსახრების შეთავაზებით და ინოვაციების დანერგვით კლიენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას მივცემთ და მათ ტრადიციული გადახდის საშუალებებით არ შევზღუდავთ.
მასალების მიხედვით propertyindustryeye.com
ასევე წაიკითხეთ
საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის
საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.
Dash-ის ახალი რეკორდი - 3 მილიონი ტრანზაქცია ერთ დღე-ღამეში
მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.