ყველა ფიქრობს, რომ სატოში ნაკომოტოს ბევრი ბიტკოინი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ძალიან ბევრი შეიძლება ბულგარეთის მთავრობასაც ჰქონდეს
ახალი ამბების ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია, რომ ბულგარეთის მთავრობამ ძალიან ბევრი ბიტკოინი დამნაშავეებისგან, უკანონო ქმედებებთან ბრძოლის დროს, მათი ამოიღებით შეაგროვა.
ხსვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, 2017 წლის განმავლობაში დაპატიმრებების სერიის შედეგად, ამოღებულ იქნა 213 519 BTC-ი, მაგრამ მთავრობა ამას უარყოფს. ამ დროისთვის მათი ღირებულება შეადგენს 1,5 მილიარდ აშშ დოლარს. უცნობია, იქნა თუ არა ეს სახსრები გამოყენებული, მაგრამ თუ არა , სახელმწიფოს საკუთარი საგარეო ვალის 25 %-ის დაფარვა 1 დღეში შეუძლია.
შარშან OFFnews-მა შეგვატყობინა, რომ ევროკავშირის უღარიბესი ქვეყანა, ბულგარეთი, უეცრად განძის მფლობელი გახდა, რადგან მაისში, სპეციალური ოპერაციის შედეგად, 210 000 BTC -ის კონფისკაცია მოახდინა. ერთადერთ მესაკუთრედ, რომელსაც თითქმის იგივე მარაგი გააჩნია, როგორც ბულგარეთს, BitFinex -ია, რომლის პორტფელი ამჟამად 163 000 BTC-ს ანუ 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.
მასალების მიხედვით euscoop.com
ასევე წაიკითხეთ
ადრეულ „მძინარე“ ვეშაპებს კრიპტოვალუტის დიდი თანხები გადააქვთ
მიმდინარე კვირაში ყველაზე მდიდარი კრიპტოვალუტური ანგარიშები გამოცოცხლდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ, არა აქტიური საფულიდან უცნობ მისამართზე 66 452 BTC-ი გადაირიცხა, საერთო ჯამური ღირებულებით დაახლოებით 245 მილიონი აშშ დოლარი. რამდენიმე საათის შემდეგ, რამდენიმე უცნობმა მისამართმა BTC-ში დამატებით 728 მილიონი აშშ დოლარი გადაადგილა.
პარიზში სწავლის საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით შეიძლება
პარიზის Financia Business School-მა სასწავლო პროგრამაში ფინანსური ტექნოლოგიების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მასტერ კლასები დაამატა. რადგან სტუდენტთა 25 % უცხოელები არიან, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლების შემცირების მიზნით, სასწავლებელმა ბიტკოინებით გადახდის საშუალებებში დაამატა.