Scotcoin-ი 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაიყიდული მონეტით მოპოვებული ყოველ 20 გირვანქა სტერლინგიდან 5-ს ქველმოქმედებას შეწირავს.
"ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებობაა უსახლკაროების დახმარების ინიციატივაში მონაწილეობისთვის. კომპანია Social Bite-მა ამ სფეროში უკვე ბევრს მიაღწია. ჩვენ თანამშრომლობით მოხარულნი ვართ და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მომავალ რამოდენიმე თვეში შევძლებთ მნიშვნელოვანი შემოწიერულობა გავიღოთ", - განაცხადა Scotcoin-ის დაფუძნებელმა ტემპლ მელვილმა.
კომპანია Social Bite სოციალური საცხოვრებლების მშენებლობისთვის სახსრების აგროვებითა და ზამთრის პერიოდში უსახლკაროების დახმარებით არის დაკავებული.
კომპანია Social Bite Scotcoin-ის შემოწირულობის სქემას სიხარულით შეხვდა, რომლის თანახმადაც, მონეტის შესყიდვის ფასის 25% ქველმოქმედებაში გადაირიცხება.
"ჩვენ მოხარულები ვართ ScotCoin-ის ჩვენი საქმიიანობის მხარდაჭერით, რაც შოტლანდიაში უსახლკაროების აღმოფქრას ემსახურება. მათი შემოწირულობა დაგვეხმარება დავაფინანსოთ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა და უსახლკაროებისთვის სოციალური საცხოვრისის აშენება" - განაცხადა კომპანია Social Bite-ს წარმომადგენელმა.
მასალების მიხედვით eveningtimes.co.uk
ასევე წაიკითხეთ
უკრაინის პერიფერიამ პირველი კრიპტოდივიდენდები მიიღო
დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე დასახლებაში ელიზავეტოვკა კრიპტოვალუტურ საინვესტიციო პორტფელთან ექსპერიმენტი გრძელდება. დასახლების მოსახლეობას პირველი დივიდენდები უკვე დაერიცხა.
21 წლის ჰაკერმა ბიზნესმენებს მილიონ დოლარზე მეტი მოპარა
New York Times-ის მონაცემებით, მანჰეტენის პოლიციამ 21 წლის ნიკოლას ტრუგლია დააკავა, რომელიც უცხო მობილურ ტელეფონებს ტეხავდა, რათა მათი კრიპტოვალუტა მოეპარა.