მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.
კვირას ტესტის დაწყების შემდეგ, ერთ დღე-ღამეში DASH-მა სამი მილიონი ტრანზაქცია შეასრულა.
სიტყვა DASH-ის უკან ერთდროულად „ციფრული ფულის“ (digital cash) აბრევიატურა და ინგლისურ ენაში არსებული სემანტური მნიშვნელობა იმალება, რომელიც სისწრაფეს, მისწრაფებულობას, ნახტომს ნიშნავს.
რეკორდით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გარემოებას, რომ კომპანიისთვის სწორი სახელის შერჩევას არც თუ პატარა მნიშვნელობა აქვს.
კვირას დაწყებულმა ტესტმა DASH-ის წლის დასაწყისში დამყარებული წინა რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც დღე-ღამეში განხორციელებულ 464 000 ტრანზაქციას მოიცავდა. სამი მილიონი ტრანზაქცია 24 საათში - Bitcoin-ის ქსელის კრიპტოვალუტების უმეტესი ნაწილისთვის ეს აბსოლუტური რეკორდია.
კრიპტოვალუტა DASH-ი Bitcoin-ის ფორკია, შესაბამისად იგი Bitcoin-ის მსგავს არქიტექტურას იყენებს, თუმცა მცირედით მისგან განსხვავდება და Bitcoin-ტრანზაქციების ისტორია არ აქვს. ბევრი კრიპტოვალუტა ანალოგიურ სტურქტურას ეფუძნება. მიღწეული შედეგი DASH-ის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
წინა რეკორდი კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ს (BCH) ეკუთვნის, რომელმაც წლის დასაწყისში ჩატარებული სტრეს-ტესტისას, 24 საათის განმავლობაში 2 მილიონი ტრანზაქცია შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ DASH-ის ბლოკის სიდიდე (2 მეგაბაიტი) მის წარმადობას არ ზღუდავს. Bitcoin-თან შედარებით, რომელიც როგორც წესი 24 საათში 200 000-300 000 ტრანზაქციას ამუშავებს, ეს ორჯერ მეტია.
მასალების მიხედვით cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
$1 მილიონად შეძენილი ბიტკოინის ოპციონები მალე საერთოდ გაუფასურდება
ოპციონების, რომელიც სავაჭრო პლატფორმა LedgerX-ზე თითქმის $1 მილიონად, შარშან ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულების მიღწევამდე ერთი დღით ადრე, შეძენილი მოქმედების ვადა 2018 წლის 28 დეკემბერს იწურება. იმისთვის, რომ ინვესტორებმა, რომლებიც ბიტკოინის ფასის ღირებულების გაზრდას $50000-მდე ვარაუდობდნენ, მოგება ნახონ, აქტივის ფასმა 1400%-ით უნდა მოიმატოს.
აბსურდული იდეები, რომლებიც გენიალურები გახდნენ და მსოფლიო გადაატრიალეს
მრავალი სტარტაპი იწყებდა ღარიბი კვარტალის ავტოფარეხში, მინიმალური კაპიტალითა და გარშემომყოფების სკეპტიციზმით, მაგრამ არ დაუკარგავთ თავიანთი იდეისადმი რწმენა. დღეს რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც იდეები, რომლემბაც ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს, აბსურდული იყო.