უკანასკნელი წლების განმავლობაში კრიპტოვალუტის სამყაროს სწრაფმა განვითარებამ, დინამიურობამ და მუდმივმა ზრდამ, ათასობით ადამიანს დიდი ფული და პოპულრულობა მოუტანა. გთავაზობთ ბიტკოინებით გამდიდრებულ ყველაზე უცნაური მილიონერთა სიას.
1. ერიკ ფინმანი
ერიკი მილიონერი 18 წლის ასაკში გახდა, ხოლო ბიტკოინში პირველი ინვესტიცია 12 წლისამ ჩადო. გარდა იმისა, რომ ერიკმა მრავალმილიონიანი ქონების პატრონი გახდა, მან მშობლებთან დადებული ნიძლავიც მოიგო. ფინმანმა მშობლებთან ნიძლავი დადო, რომ თუ 18 წლამდე მილიონერი გახდებოდა, ის კოლეჯში სასწავლებლად აღარ წავიდოდა..
2. ჯერემი გარდნერი
ჯერემი, რომელიც სულ რაღაც 25 წლის არის, მსოფლიოში მოგზაურობს და თან ყველას ბიტკოინების შესაძლებლობების შესახებ საოცარ ამბებს უყვება. გარდა ამისა, ჯერემი მსურველებს საინვესტიციო ტექნიკას და სტრატეგიას ასწავლის. მას მიმდევრების დიდი მრევლი ჰყავს, რომლებიც მას კრიპტოვალუტის დიდ წინასწარმეტყველს უწოდებენ. მან ბლოკჩეინ-პროგნოზირების სტარტაპი შექმნა, გარდა ამისა მან თავისებური კომუნაც შექმნა, სადაც კრიპტო-ენთუაზიასტები ერთსახურავქვეშ მუშაობენ და ცხოვრობენ.
3. ჩარლი შრემი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიტკოინ ინვესტორი - 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც $45 მილიონს ფლობს. მას შემდეგ, რაც ჩარლი სავაჭრო პლატფორმა deep web-ის კუთვნილ Silk Road-თვის ფულის გათეთრებისთვის გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს, მისი ქონება ბევრად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. შრემმა პენსილვანიის ციხეში ორი წელი გაატარა. ის 2016 წლის ივლისში გაათავისუფლეს.
4. იუფუ გუო
კომპანია Avalon-ის და ერთ-ერთი პირველი ბიტკოინ-მაინერების შექმნის სათავეში 27 წლის მამაკაცი დგას. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩინელი ინვესტორია, ხოლო მაგის ქონება $5 მილიონად არის შეფასებული. მას კრიპტოვალუტური სამყაროს პოპულარული და გავლენიანი ფილოსოფოსის სტატუსი საზოგადოებამ მიანიჭა..
5. როს ულბრიხტი
34 წლის როს უილიამ ულბრიხტი, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში ფსევდონიმით “Dread Pirate Roberts” არის ცნობილი, იმ ავადსახსენებელი პლატფორმის Silk Road-ის შემქმნელია, რომლის გამოც ჩარლი შემი ციხეში მოხვდა. გაუგონარი სიმდიდრის პატრონი - 145000 ბიტკოინი, ულბრიხტი ნაშოვნ ფულს ვერ ხარჯავს, რადგან მას 2015 წელს ორჯერ სამუდამოდ და ცალკეულ თაღლითობაზე 20, 15, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მასალების მიხედვით cryptodaily.co.uk
ასევე წაიკითხეთ
2019 წლის კრიპტო-პროგნოზი
დიდი მოთხოვნის და წინა წელს ხელიდან გაშვებული შანსის ზეგავლენის ქვეშ, კრიპტოვალუტის ფასები ათჯერ მაინც შეიცვალა. ადამიანებს, რომლებმაც მიზერული ინვისტიციების საშუალებით Lamborghini-ს მარკის ავტომობილების ყიდვა შეძლეს, ლამბოები უწოდეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა კაპიტალიზაციის 85 % დაკარგა, მათ ახლა შეძახილებით „ხომ გეუბნებოდით“ მიმართავენ.
გამოდგება თუ არა კრიპტოვალუტა ალტერნატივად აშშ-ს რეცესიის შემთხვევაში?
Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ამერიკის რეცესიის განმეორების ალბათობა 28% შეადგენს, შემდგომი ორი წლის მანძილზე კი შესაძლოა 60% შეადგინოს და სამი წლის შემდეგ - 80% -ს აღემატოს. ნიუ-იორკის შტატის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე რეცესიის ალბათობა 14,5 % შეადგენს. ეს ციფრი JPMorgan-ის მონაცემებისგან - 60% 2020 წლის ბოლომდე მკვეთრად განსხვავდება.