დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??
დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტში ჩვენ ლაიქებს, რეტვიტებს, შეფასებებს და ბმულებზე გადასვლას მართავს - ეს ტოკენია, რომლის მესაკუთრეები ჩვენ არ ვართ. ტოკენები არიან ჩვენი მფლობელები და ასეთი გზით ისინი მუდმივად ატარებენ საზოგადოებრივ გამოკითხვებს, რომლებსაც ამა თუ იმ ქსელის მესაკუთრეები თავის სასიკეთოდ იყენებენ. იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ, Facebook და Google სულ უფრო ხდებიან ორუელის რომანებში აღწერილი ორგანიზაციების მსგავსი.
ცალკეული ადამიანის ყურადღების ქსელში ცალკეულ ვებ-გვერდზე მიპყრობის შესაძლებლობა - მათ ძალიან წარმატებულ ორგანიზაციებად აქცევს. ამის ფასი - ჩვენი პირადი კონფიდენციალურობაა. ამ მომენტისათვის დგას საკითხი, თუ როგორ მიიპყრონ ქსელში ადამიანის ყურადღება დეცენტრალიზებულად და არ აქციონ ის კორპორატიული პროპაგანდის სუბიექტად.
Facebook-ისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი ყურადღების მიქცევის მედია ლოგიკითა და ალგორითმებით არ შემოიფარგლება. ამის ნაცვლად, ლეგიტიმურობის წყაროდ ადამიანური კონსენსუსი უნდა იქცეს - ერთი ადამიანი ერთი ნოდით, რომელიც ბლოკჩეინით მართვის პოტენციალის ბოლომდე გახსნას დაეხმარება. შეიძლება, ასეთი ტიპის სოციალური ქსელი ინტერნეტ სივრცეში თავისებურ დემოკრატიულ წყობადაც იქცეს.
ორგანიზაცია Democracy Earth-ი ინტერნეტში ციფრული დემოკრატიების დანერგვაზე მუშაობდა და მკვლევარებისთვის მალევე აშკარა გახდა, რომ მას ვისაც ამომრჩეველთა რეესტრის კონტროლი შეუძლია, არჩევნების შედეგების მანიპულირებასაც შეძლებს. თუმცა, დეცენტრალიზებული ადამიანური კოსენსუსის ინტეგრირებამ, შესაძლოა ისეთი დებულებები შეცვალოს, რომლებიც ტრადიციულ არჩევნების საფუძვლებშია.
გარდა ამისა, დეცენტრალიზებული დემოკრატია ადამიანისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება იქცეს, რადგან საზოგადობის გლობალიზაციისადმი მისწრაფების პირობებში, სახელმწიფოებრიობა აქტუალურობას კარგავს.
მასალების მიხედვით www.coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტით ვაჭრობ? Memento mori!
არავინ იცის, კრიტპოვალუტები რამდენ ხანს გასტანს, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ყველა ჩვენთაგანზე მეტ ხანს იარსებებს. თქვენი სიკვდილის შემდეგ ახლობელი ადამიანებისთვის ციფრული აქტივების გადაცემა არც თუ ისე იოლი პროცესია, იმასთან შედარებით, როგორც ნაღდი ფულის ან საკუთრების ანდერძით გადაცემაა. ანდერძი კონფიდენციალური ინფორმაციის გადასაცემად ვერ გამოდგება.
საუკეთესო საჩუქრები კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის
საახალწლო დღესასწაულები უკვე დადგა და ალბათ ზოგიერთ ჩვენ მკითხველს წინა საახალწლო სამზადისი გამორჩა. თუ თქვენ არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეგობარს - კრიპტოენთუზიასტს, ჩვენ დაგეხმარებით ამაში! ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად სწრაფად გინდათ რომ საჩუქარი ხელთ გქონდეთ.