სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიტკოინს საკრედიტო ბარათების მსგავსი ჩქარი ტემპით მიღების შემთხვევაში, 2033 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით აიწევს
გაეროს უკანასკნელი მოხსენების გათვალისწინებით, სადაც გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით გაზრდითაც კი გამოწვეულ შესაძლო შეუქცევად კატასტროფებზე იყო საუბარი, Nature Climate Change-ში გამოქვეეყნებულ ცნობებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.
გარემოზე ბიკოინის უარყოფით გავლენა ჰოლანდიერ ეკონომისტ ალექს დე ვრისის წყალობით ბოლო წლების აქტიური განხილვის საგნად იქცა. Motherboard-ის ინფორმაციის თანახმად, დე ვრისის კვლევები ცხადყოფს, რომ ბიტკოინის ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მოცულობით ავსტრიის ენერგეტიკულ საჭიროება უტოლდება. თუმცა კლიმატის ცვლილებაზე მიმართულმა ახალმა კვლევებმა თავად დე ვრისი გაოცებული დატოვა.
საკუთარი მოსაზრება მან ელექტრონულ წერილში გამოაქვეყნა:
მორიგი შოკისმომგვრელი აღმოჩენა ბიტკოინის მიერ ენერომოხმარებას უკავშირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ენერგომოხმარება დიდი იქნება, თუმცა ვერ წარმოგვედგინა, ყოველივე ამას გარემოზე რა ზემოქმედება ექნება. მომხარებადი ენერგიის და მუშაობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა მაინინგურ საწარმოებზე პირდაპირ არის დამოკიდებული. თუ ეს საწარმოები არ გაფართოვდებიან, ელექტროენერგიის მოხმარებაც არ გაიზრდება.
ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა ერთმანეთს რამდენიმე მონაცემი შეადარა. მათ შორის, ბიტკოინის მაინერების მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობა, მათი ურთიერთგანლაგება და ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა. დადგინდა რომ გასული წლის განმავლობაში ბიტკოინი ატმოსფეროში 69 მეტრული ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფის მიზეზი გახდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ეს წლის განმავლობაში პლანეტაზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის საერთო მოცულობის 1 %-ზე მეტია. ეს ძალიან დიდი ციფრია. განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით რომ, იმავე პერიოდში მსოფლიოში შესრულებული ელექტრონული ტრანზაქციებიდან ბიტკოინ-ტრანზაქციებზე მხოლოდ 0,03 %-ი მოდის.
10 წლის წინ ბიტკოინის გამოჩენის მომენტიდან, იაფი ელექტროენერგიის ადგილებში (როგორც წესი ჰიდროელექტროსადგურების მახლობლად) - მაინინგ პულები გამოჩნდნენ. მათი უმეტესობა ჩინეთში მდებარეობს. მცირე ნაწილი - აშშ-სა და კანადაში. ზოგჯერ მაინინგ პული იმდენად დიდია, რომ იმ ქალაქზე მეტ ენერგიას მოიხმარს, სადაც თავად მდებარეობს.
დე ვრისის აზრით, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება მაინინგის გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ასეთი ენერგია ამინდზეა დამოკიდებული, მაინინგური ცენტრები კი სრული სიმძლავრით 24 სთ-ის განმავლობაში მუშაობენ.
ახალი კვლევების თანახმად, გლობალური დათბობის საფრთხე სავსებით რეალურია. ამიტომაც სავალალო შედეგების თავიდან აცილებისთვის, კრიპტოვალუტურმა კომპანიებმა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაზე უნდა იფიქრონ, თუ ჩვენ გვინდა გლობალური გათბობისგან გამოწვეულ კატაკლიზმებს თავი ავირიდოთ.
მასალების მიხედვით https://motherboard.vice.com/
ასევე წაიკითხეთ
გეიმერები კრიპტოვალუტის მაინინგს შეძლებენ
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია Asus-ი, მოთამაშეებს თავიანთი ვიდეობარათების ჭარბი სიმძლავრის გამოყენებას კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სთავაზობს.
ოთხი დღის განმავლობაში მაინერმა მხოლოდ $1.07 გამოიმუშავა
Reddit-ის მომხმარებელმა - „nstran541“-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია WinMiner დახმარებით 4 დღის მანძილზე კრიპტოვალუტის გამომუშავების გზით მისმა შემოსავალმა $1.07 შეადინა. მაინერმა არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა მონეტას გამოიმუშავებდა, მაგრამ უკმაყოფილებას სხვა მომხმარებლებიც იზიარებენ, რადგან ამ ეტაპზე ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება გამომუშავებული კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას და ამის გამო ბევრმა მაინერმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე უარი თქვა.