ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიტკოინის ფასის დაკლების ფონზე, მოგების არ არსებობის გამო, მაინინგის კომპანიები იძულებულები არიან დახურონ მაინერები. ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან კრიპტოვალუტური მაინერები ელექტროენერგიის ჩვეულებრივ გადასახადს გადაიხდიან.
ამჟამად, ნორვეგიის მაინინგის კომპანიები ერთ კილოვატში 0.48 ერეს იხდიან. 2019 წლის 1 იანვრიდან ეს თანხა 16.58 ერემდეგაიზრდება (0.1658 კრონა).
პარლამენტის წარმომადგენელი ლარს ჰალტბრეკენი აცხადებს, რომ ნორვეგია ვეღარ შეძლებს უზარმაზარ საგადასახადო შეღავათების დაწესებას მაინინგის ინდუსტრიისთვის, რომელიც ბოლო კვლევების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე ბინძურია. ბიტკოინის მაინინგი მოიხმარს ძალიან დიდ ენერგიას და გენერირებს დიდი რაოდენობით სითბური აირების გამონაბოლქვს.
ამჟამად (სუბსიდიების გათვალისწინებით) ერთი ბიტკოინის მოსაპოვებლად ნორვეგიულ მაინერს დაახლოებით $7700 უჯდება. ქვეყნის მხოლოდ მსხვილი მაინინგის კომპანიები აგრძელებენ მოგებაზე მუშაობას, ხოლო მცირე ზომის მაინერებმა ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში განაცხადეს წაგებაზე მუშაობის შესახებ.
არც ისე დიდი ხნის წინ აშშ-ს მაინინგის კომპანია Giga Watt-მა, $7 მილიონის გადასახადის ვერგადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა გაკოტრების პროცედურა დაეწყო.
ჩინეთშიც კი, სადაც უმეტესობა მაინინგის ფერმებია განლაგებული, წინა დღეებში 20 000 მაინინგის ფერმამდე დაიხურა.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
Bitfury IPO-სთვის ემზადება
ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგის კომპანია - BItfury - საჯარო სტატუსის მიღებას განიხილავს. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე გლობალური ინვესტირების ბანკთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და გეგმავენ 2019 წლისთვის ვაჭრობა ამსტერდამში, ლონდონში ან ჰონკონგში დაიწყონ. IPO-ს შეუძლია კომპანიას დაეხმაროს $3-5 მილიარდის შეფასებას მიაღწიოს.
Coinmine ახალბედებისთვის მაინერს გამოუშვებს
კომპანია Coinmine - მაინინგის აღჭურვილობის ბაზარზე გადის, მოულოდნელი კონცეპციით "მიცხე მაინინგი მასაში!"