Dash-ის შემქმნელები საკუთარი მონეტის სტაბილურობაში დარწმუნებულები არიან. Dash Core Group (DCG) -ის დეველოპერების გუნდის ცოტახნისწინდელი დუმილი დარღვეულია. DCG-ს გენერალურმა დირექტორმა რაიან ტეილორმა ვებ-გვერდ Medium-ის ბლოგის პოსტში განაცხადა, რომ Dash-ი სრულიად სტაბილურია.
ტეილორმა განმარტა, რომ Dash-ი საკმაო კაპიტალს ფლობს საიმისოდ, რომ ბაზრის დათვურ ტრენდს წინ აღუდგეს. შემოსავლების კვარტალურ ანგარიშში DCG-ის სახსრების მარაგი $1.79 მილიონად შეფასდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ Dash-ზე მოთხოვნა იზრდება. ტეილორმა განაცხადა, რომ, Dash-ის საფულეს გადმოტვირთვა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ვაჭრობის მოცულობა შთამბეჭდავია, და კომპანიამ საერთაშორისო საგადასახადო ოპერატორთან პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულებას აფორმებს.
სტატიის დაწერის დროისთვის Dash-ის ღირებულება აგრძელებს ზრდას, მოცემული მომენტისთვის ის $68.94-ს შეადგენს, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $586 115 526-ს.
ტეილორმა ასევე დასძინა, რომ კრიპტოვალუტური ბაზრები Bitcoin Cash ABC-სა და SV-ს შორის ჰეშ-ომის გამო ზარალდებიან.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა სტრეს-ტესტმა აჩვენა, რომ Dash-ს უსაზღვრო მასშტაბირების უნარი აქვს. ტესტმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ქსელმა 24 საათში 3 მილიონი ტრანზაქცია დაამუშავა. ეს იმას ნიშნავს, რომ Dash-ის ქსელმა წამში 35 ტრანზაქციის სიჩქარეს მიაღწია, რაც წინა სტრეს-ტესტის შედეგს 4-ჯერ აჭარბებს.
მასალების მიხედვით zerocrypted.com
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი კრიპტობუმის პროვოცირებას მოახდენს
ShapeShift-ის გენერალური დირექტორი ერიკ ვურხესი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი საგარეო ვალი, რომელიც ნოემბრის მონაცემებით 21,7 ტრილიონის მიდამოებში მერყეობს, კრიპტოვალუტით დაინტერესებას საგრძნობლად გაზრდის. გენერალური დირექტორის ვარაუდით, სახელმწიფო და ფედერალური რეზერვი სახელმწიფო ვალის დასაფარად იძულებულნი არიან ფიატური სახსრები დაბეჭდონ, რაც ინფლაციაზე და ეროვნული ვალუტის კურსზე აუცილებლად აისახება.
არსებობს მოსაზრება, რომ XRP-ს ღირებულაბა არ გააჩნია
გუშინ XRP-ს დიდი თანხა ( 1 მილიარდი) გაანაღდეს. ტრანზაქცია Bithumb-ის გადამყიდველზე დაფიქსირდა, საკომისიომ კი სულ რაღაც 0.000012 XRP-ი შეადგინა.