გუშინ ტვიტერში მსახიობის გვერდზე ძალზედ უჩვეულო პოსტი გამოჩნდა. მან თავის 2.8 მილიონ მიმდევარს თავისივე კომპანიის ვებ-საიტზე ლინკზე გადასვლით, ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტების შესახებ სტატიის წაკითხვა შესთავაზა.
ნუთუ პელტროუ კიდევ ერთი ცნობილი ადამიანია, რომელიც დეცენტრალიზირებული ფულადი სისტემის უპირატესობას უჭერს მხარს? ამის დაზუსტებით თქმა არ შეგვიძლია, თუმცა პელტროუ მართლაც გამოდის ისეთი კომპანიის მრჩევლთან ერთად, როგორიცაა Abra, რომელიც თავის მხრივ კრიპტოვალუტებისადმი წვდომის გასამარტივებლად სერვისების ფართოს სპექტრის შექმნით არის დაკავებული.
Abra-ს პროექტის ერთ-ერთი ასპექტია - სმარტფონებისთვის აპლიკაციის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საკრედიტო ბარათთან მიბმული ანგარიშის გახსნის საშუალებას აძლევს, რომელიც, თავის მხრივ, ელექტრონულ საფულესთან წვდომას და სევისებით სარგებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მომხმარებელს 20 საუკეთესო კრიპტოვალუტებთან Bitcoin, Ethereum, Ripple და Litecoin წვდომაც უნდა ქონდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 46 წლის მსახიობი Abra-ს გუნდს წლის დასაწყისში შოუ „აპლიკაციების სამყარო“-ს გადაღებების დროს პროექტის პრეზენტაციის ნახვის შემდეგ შეუერთდა.
მასალების მიხედვით icoexaminer.com
ასევე წაიკითხეთ
ჩანპენ ჩჟაო: არ ვარ დარწმუნებული, რომ კრიპტოკორექციის ფაზა დასრულდა
Binance-ს გენერალურმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომ ეჭვი კრიპტოკორექციის დასრულების შესახებ გამოთქვა. Bloomberg-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ეს სპეკულანტების სივრცეა, და მისმა ვოლანტილობამ გაკვირვება არავისში არ უნდა გამოიწვიოს.
ცოტა ხნის წინ ვიღაცამ სატოში ნაკამოტოს პროფილი განაახლა
სატოში ნაკამოტო Bitcoin-ის შექმნის დღიდან საიდუმლო ფიგურაა. 2010 წელს, მისი გაუჩინარების შემდეგ, საზოგადოებას ისღა დარჩენოდა ეკითხა, სად ან ვინ არის იგი. ცოტა ხნის წინ P2P პროფილზე ახალი სიტყვა “nour” გამოჩნდა ბრჭყალებში. თუ რა სიტყვაა ეს, ვინ შევიდა პროფილზე და რა მიზნით, ჯერ უცნობია.