აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბიტკოინის ცნობილი მომხრე მიკ მალვანი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა. ამჟამად ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ფიგურაა და მის მიმართ თქვენი სიმპათიის თუ სიძულვილის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია უზარმაზარ სარგებელს ნახავს იმისგან, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოენთუზიასტს აშშ-ს პრეზიდენტზე გავლენა ექნება.
ერთადერთი რამ, რისი თქმაც ტრამპზე დანამდვილებით შეიძლება, ის არის რომ მას უყვარს ფულის კეთება. თავის მხრივ მიკ მალვანი შესანიშნავად არის გაცნობილი ბლოკჩეინის და ზოგადად კრიპტოვალუტების მუშაობის სპეციფიკას. უკვე რამდენიმე წელია ის Blockchain Caucus ჯგუფთან ერთად, მოცემული ტექნოლოგიების აშშ-ს საკანონომდებლო ორგანოებში გატარებას ცდილობს.
იმისთვის რომ უკეთ გაიგოთ მალვანის დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ, მაგალითისთვის Blockchain Caucus ჯგუფის შექმნისას გაკეთებულ მის განცხადებას მოგიყვანთ:
ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფინანსური სერვისების, აშშ-ს ეკონომიკის და სხვადსხვა სახელმწიფო შემოთავაზებების რევოლუციონიზირების დიდი პოტენციალი აქვს. მე ვამაყობ იმით, რომ ამ ინიციატივის მონაწილე ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი მისი გადაწყვეტილებების გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის და მიგრაციის საკითხებში, როგორც ჩანს, ის სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც ბლოკჩეინის პოტენციალს სწორედ აღითქვამს.
მიკი მალვანის აპარატის ხელმძღვანeლის პოსტზე დანიშვნა, ციფრული ვალუტების მომხრეებისთვის უდაოდ სასიხარულო ამბავია.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.
Shark Pool-ი და კრეიგ რაიტი Bitcoin-ის ფორკებს განადგურებით ემუქრებიან
Shark Pool-ის სახელით ცნობილი ახალი პროექტი, ბიტკოინის ფორკების განადგურებაზე, მათი ქსელის ცარიელი ბლოკებით შევსებაზე და მაინინგისთვის ჯილდოს აღებაზე მიმართული.