მრავალი ქვეყნის ხელისიფულება, განსაკუთრებით კი საქართველოს, აღნიშნავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალს საგადასახადო სისტემაში. პრემიერ-მინისტრი, ტექნოლოგიების ინტეგრაციის ინიციატივით გამოდის, რამაც უნდა გაზარდოს გათვითცნობიერება მასზე, ასევე მოუტანოს დიდი სარგებელი ქვეყანას.
გარდა იმისა, ეს ინიციატივა შეცვლის საქართველოს მოსახლეობის წარმოდგენას , თუ, როგორ გადაიხადონ გადასახადები, გასცენ ან შეინახონ ინფორმაცია, იგი მთელი საგადასახადო სისტემის, რეალურ სტრეს- ტესტი გახდება.
ბიზნესში ახალი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას მოყვება ასევე მათი კონტროლის ფორმების ჩამოყალიბება. ახალი ტექნოლოგიები უბიძგებენ ფინანსურ სამსახურებს გაამახვილონ ყურადღება გლობალური ფინანსების "ციფრებში" გადადინებას. საგადასახადო ნორმები, რომელებიც არეგულირებენ ტრადიციულ ბიზნესს, არ არიან ადაპტირებულნი ელექტრონულ და ციფრულ ვერსიებზე, იმიტომ რომ, ფინანსური დინების ნაწილი არ ექვემდებარება კონტროლს.
საქართველოს ფისკალური სამსახურები ცდილობენ აღიქვან და გამოიყენონ ბლოკჩეინი თავიანთ სასარგებლოთ. ღია რეესტრში გადასვლა, ხომ დაეხმარება მათ უკეთესად გააკონტროლონ ყველაფერი.
დღესდღეობით სისტემის მონაწილეები: საბანკო სისტემა, ფისკალები, ბაზრის მონაწილეები -ინდივიადუალური მეწარმეები და იურიდიული პირები განცალკევებულად მოქმედებენ, ანუ არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელშიც ხორციელდება კონტროლი ყველა განხორციელებულ გადახდაზე, გადასახადების გადამხდელებსა და სახელმწიფოს მიერ, ასევე გადასახადების ავტომატური გათვლა მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით. ასეთი სისტემა მოგვცემს საშუალებას არამხოლოდ გამჭირვალედ განვახორციელოთ გათვლები, არამედ ორგანიზება გაუკეთდეს თანხის სწრაფ ჩამოჭრას, ამასთანავე გაამარტივო ბიზნესის საქმიანობა. ყველა ტრანზაქცია ჩანს რეალურ დროში, კონტრაქტორების ურთიერთობის გამარტივებით, გადასახადების გადამხდელებსა და სახელმწიფოს შორის .
ამის განხორციელებისთვის არაერთი ვარიანტია: ავტომატიზირებული გადასახადების შეგროვებიდან სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით, რისკების ანალიზისა და საგადასახადო კონტროლის გაუმჯობესებამდე. მათ შორის კი შეიძლებოდა დიდი მნიშნელობა ჰქონოდა გადარიცხვისას ბლოქჩეინ ტექნოლოგიით თაღლითური სქემების გამოაშკარავებას. ეს შესაძლებელია კარგი ხარისხიანი ტექნოლოგიის ორი მახასიათებლების გამო - შუამავლების არ არსებობა და გამჭირვალეეობის.
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა ფისკალურ სისტემაში მოითხოვს სახელმწიფოებრივ მონაცემთა ბაზისა და ქსელური სისტემების ერთობლიობას.
ბლოკჩეინის გამოქეყენება საგადასახადო სისტემაში გარკვეულ გამოწვევებსაც ისახავს. პირველი - გამოწვევა დაკავშირებულია სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და ტექნოლოგიური გაუმჯობესების დროს საგადასახადო ადმინისტრირების გაერთიანებასთან. მეორე - საგადასახადო დეპარტამენტისა და ტექნიკური უზრუნველლყოფის მუდმივი საკადრო გაუმჯობესება.
არის იურიდიული სახის გამოწვევებიც. მაგალითად, როგორ ჩავსვათ სმარტ-კონტრაქტები სამართლებრივ ველში ?
როგორ გავრცელდება მათზე საგადასახადო ნორმები?
თუ კონტაქტორები გამოიყენებენ ციფრულ ვალუტას, მაშინ როგორ გავნსაზღვროთ დაბეგვრის საფასური?
ჯერჯერობით კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ამას გაუმკლავდება და გახდება მაგალითი სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის, თუ როგორ დაამყარო ურთიერთობა ფისკალებსა და ბიზნესს შორის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით
ბლოკჩეინმა, რომელმაც მთელს მსოფლიოში, ხმაური გამოიწვია, კერძოთ საბანკო და ფინანსურ სფეროებში, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გახდეს მთავარი ტექნოლოგია საგადასახადო სისტემაში. ტექნოლოგია უზრუნველყოფს გამჭირვალეობასა და ტრანზაქციების თვალსაჩინეობას, კონტროლს, უსაფრთხოებას, და ასევე რეალურ დროში ინფორმაციის მიღებას. ამასთანავე, ეს დაეხმარება შეუმცირდეს ოპერაციული ხარჯები ფიზიკურ პირებს, მეწარმეებსა და სახელმწიფოს.
.
ასევე წაიკითხეთ
ესპანეთმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად მოქალაქეები ვალდებულნი არიან ციფრული აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოააშკარაონ
ესპანეთის მასობრივი საშუალებების ცნობით, ესპანეთის მინისტრთა საბჭომ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად დაადეკლარირონ ციფრული აქტივები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ფლობენ. ამგვარად, კრიპტოვალუტით მიღებული მოგება საგდასახადო სამსახურში აისახება, რაც არ ხდებოდა და არ რეგულირდებოდა რაიმე კანონით.
უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხს საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავს
უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავს. ტაშკენტის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს (TIAC) ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის შავკატ მირზიევის განკარგულებით მოცემულ პლატფორმას ინვესტიციებთან, საკუთრების აქტუალობასთან და კრიპტოვალუტურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უთანხმოებების მოგვარებისთვის გამოიყენებენ.