დუბაიში გამართულ GITEX Technology Week-ის 38-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე აშშ-ში სასაქონლო ფიუჩერსებით (CFTC) ვაჭრობის კომისიის წარმომადგენლი ბრაიან კვინტეცი, „მოვლენებზე გათვლილი კონტრაქტების“ შემქმნელების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი ზომების მიღების წინადადებით გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს. კვინტეცმა სპორტული ფსონების პროგნოზების გაზარზე უკანონო სმარტ-კონტრაქტების გამოყენება მაგალითად მოიყვანა.
მსგავსი dApps-ის შემქმნელები შესაძლებელია პასუხისმგებლობაში იყვნენ მიცემულნი საქმიანობისთვის, რომელიც „ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს“. კვინტეცი დარწმუნებულია, რომ „წინასწარმეტყველობის ბაზრისთვის“ სმარტ-კონტრაქტების გამოყენებისას, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელს არამედ ასეთი კონტრაქტების შემქმნელ კოდერებსაც უნდა დაეკისროს. მისი აზრით, კოდის შემქმნელები უნდა დაფიქრდნენ შესაძლო შედეგებზე, ვინაიდან მისი გამოყენება CFTC-ის წესებს ყოვლად ეწინააღმდეგება.
როგორც კვინტეცმა აღნიშნა, ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც ბლოკჩეინზე ფუნქციონირებენ, წინასწარგანსაზღვრული წესების გათვალისწინებით არიან შექმნილნი და დაპროგრამებულნი. თუმცა ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ მათთან მიმართებაში გამოყენებულია ცნობილი ფრაზა - „კოდი ეს კანონია“. ამიტომაც სმარტ-კონტრაქტები გარკვეული წესების და იურიდიული პრეცენდენტების ზემოქმედების ზონაში ხვდებიან. კატეგორიაში მოხვედრილი მოვნელების ერთ-ერთი ნათელი მაგალითი რასაც CFTC-ი „პროგნოზების ბაზარს“ უწოდებს, ეს „მოვლენებზე გათვლილი კონტრაქტების“ ან სხვა საწარმო გამოყენებაა, რომელიც მომავალზე გათვლილ მოვლენებზე ფსონების გაკეთების საშუალებას იძლევა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი კონტრაქტებით, განურჩევლად მათი მუშაობის პლატფორმის შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.
კვინტეცის აზრით, არსებული ბაზრის ეფექტურობის გაზრდისთვის, ჭკვიან კონტრაქტებს დიდი მომავალი და პოტენციალი აქვს. თუმცა ამავდროულად მათი გამოყენება მომხმარებელსა და შემმუშავებელზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასაც ზრდის.
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთში კრიპტიგადასახადი შედის ძალაში
არც ისე დიდი ხნის წინ პოლონეთის მთავრობამ კანონშისაშემოსავლო გადასახადების თაობაზე ცვლილებები შეიტანა. ამიერიგან განახლებული კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 1–ელ იანვარს შევა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ გადასახადებსაც მოიცავს.
აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს
ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.