იაპონიის ფინანსურმა რეგულატორმა (FSA) 16 ლიცენზირებული კრიპტობირჟისგან შემდგარ ჯგუფს, რომელსაც იურიდიულად თვითრეგულირებადი ორგანოს სტატუსი მიენიჭა, კრიპტოინდუსტრიის კონტროლირების და სანქცირების უფლება მიეცა.
ჯგუფმა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვირტუალური სავალუტო ბირჟების იაპონური ასოციაცია (JVCEA), შესაბამისი მოთხოვნა FSA-ში აგვისტოს თვეში გააგზავნა და „დავის მოგვარების სერტიფიცირებული ბიზნეს-ასოციაციის სტატუსის“ მინიჭება მოითხოვა. თვითრეგულირების მოცემული ორგანო ოფიციალურად ლიცენზირებული 16 იაპონური კრიპტოპლატფორმისგან შეიქმნა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ბრძოლა უკანონო ქმედებებთან. JVCEA-ს შექმნას საფუძველი ბირჟა Coincheck-ის გატეხვის გახმაურებული ფაქტის შემდეგ ჩაეყარა. აღნიჩნული მოვლენის დროს 723 მლნ აშშ დოლარი მიიიტაცეს.
საკუთარი რეპუტაციის და აქტივების, ასევე კლიენტების ფულის დაცვის მიზნით, იაპონური ბირჟები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში გაერთიანდნენ, შექმნესუსაფრთხოების ერთიანი სტანდარტები და შიდა მოხმარების რეკომენდაციები.
FSA-მ გადაწყვეტილება ორთვიანი სკურპულოზური მუშაობის შედეგად მიიღო. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დამკვირვებელმა დეტალურად შეისწავლა ასოციაციის საქმნიანობა და ის ეფექტურობა, რომელსაც ასოციაცია მოცემული უფლებების მიღების შემდეგ მოიტანს. ბრიფინგის დროს FSA-ს უფროსმა თანამშრომელმა განაცხადა:
მოცემული დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება და უმჯობესია, რომ მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტებს ბიუროკრატიული გარჩევების სანაცვლოდ დროული რეაგირება ქონდეთ. FSA-ს განცხადების თანახმად, ასოციაცია JVCEA-ი საიმედო დარგის შექმნისა და ჩამოყალიბებისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
კრიპტოინდუსტრიის შიდა რეგულირების უფლებების JVCEA-თვის გადაცემის პარალელურად, სახელმწიფო რეგულატორი FSA-ი გადასახადების აღების ახალ სისტემას განიხილავს, რომელიც გადასახადების გადამხდელებს კრიპტოოპერაციებისგან მიღებული მოგების დაანგარიშებაში დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ
ინდოეთმა შეიძლება კრიპტოვალუტა აკრძალოს
ინდოეთმა შეიძლება კირპტოვალუტა 30 ოქტომბერს მთლიანად აკრძალოს, ამის გამო, 30 ოქტომბერს ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების საბჭოზე, ვირტუალური ვალუტის საკითხი დააყენეს. "საბჭომ საკითხები და კრიპტოაქტივების პრობლემები განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ აუცილებელია განიხილონ კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესაძლებობა", - ნათქვამი ინდოეთის პრესს რელიზის (PIB) განცხადებაში.
FATF-ი კრიპტოვალუტებისთვის რეგულირების ერთიანი წესების შემოღებას ითხოვს
ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პარიზის გლობალური ორგანიზაციის აზრით, კრიპტოაქტივების რეგულაციების გამკაცრების და ციფრული აქტივების კონტროლის ერთიანი გლობალური სისტემის შემოღების დრო დადგა.