ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.
სხვა საკითხებთან ერთად, კანონი ითვალისწინებს: „აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას დაევალოს: ღია კოდის მქონე კრიპტოგრაფიკულ ერთეულთან მიმართებაში გარკვეული ნორმატიული ცვლილებების მიღება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე არსებული ციფრული ვალუტების დაბეგვრის დარეგულირება, ერთი ციფრული ვალუტის მეორეზე გაცვლის ტრანზაქციის გადასახადებისგან გათავისუფლება, ერთი ტიპის ციფრული ვალუტის მეორეზე გაცვლისა ან გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებისგან გათავისუფლება“.
დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია, რომ ფინანსთა მინისტრმა ნორმატიული აქტები უნდა გამოსცეს, რომლებიც იმ ციფრულ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს, რომელზე დაყრდნობითაც მოგება ან წაგებაა აღიარებული.
დევიდსონმა დეკემბერში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივებისთვის „აქტივების კლასის“ შექმნის შესახებ კანონის შემოღებასთან დაკავშირებული გეგმები აქვს. მან გამოაცხადა, რომ კანონი „მათ ფასიანი ქაღალდების სახით კლასიფიკაციის პრევენციას მოახდენს, მაგრამ ასევე ფედერალურ მთავრობას მონეტების პირველადი შემოთავაზების უფრო ეფექტურად რეგულირების საშუალებას მისცემს“.
კონგრესის მრგვალ მაგიდაზე, რომელიც კრიპტოვალუტის საკითხებს მიეძღვნა და სექტემბერში ჩატარდა, უოლ-სრიტის მსხვილი ფირმებისა და კრიპტოვალუტური კომპანიების 45-ზე მეტმა წარმომადგენელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ მონეტების პირველად შეთავაზებასა (ICO) და ციფრულ ვალუტებთან მიმართებაში ნორმატიული სიცხადის აშკარა უკმარისობა არსებობს.
მოგვიანებით, ნოემბერში დევიდსონმა განსახილველად კანონპროექტის წარდგენის გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც ICO-ს შესაძლებლობას მისცემს ფასიანი ქაღალდების შესახებ აშშ-ს კანონებს გვერდი აუაროს და შეთავაზება გააკეთოს, რომ ფედერალურ და საშტატო დონეზე ICO განხილულ იქნას, როგორც პროდუქტი და არა, როგორც ფასიანი ქაღალდი.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
GDPR გაურკვევლობა Blockchain კომპანიების წუხილს იწვევს
ინტერნეტ სააგენტო Digital Catapult-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ციფრული ტექნოლოგიების სექტორში არსებული არაგამჭვირვალე რეგულირება ქვეყნის ბლოკჩეინ კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.
ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი
ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.