New York Times-ის მონაცემებით, მანჰეტენის პოლიციამ 21 წლის ნიკოლას ტრუგლია დააკავა, რომელიც უცხო მობილურ ტელეფონებს ტეხავდა, რათა მათი კრიპტოვალუტა მოეპარა.
საჯარო მოხელეების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი შეტევას სილიკონის ველის ბიზნესმენებსა და სხვა ფულიან ხალხზე, მანჰეტენზე თავისი სახლიდან ახორციელებდა. სანტა-კლარას უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ერინ ვესტმა ინციდენტი დაასახელა, როგორც " ძველი დანაშაულის ჩადენა ახალი ხერხით"
სასამართლოს საქმეების ჩანაწერების თანახმად , ტრუგლიამ სიმ-ბარათის შეცვლის სქემით, რობერტ როსისგან, რომელიც სან ფრანცისკოში ცხოვრობს, 1 მილიონზე მეტი მოპარა. როსიმ ქურდობის ფაქტი 2018 წლის 26 ოქტომბერს შეამჩნია, როდესაც თვისი ტელეფონი უეცრად გაითიშა და შემდეგ, თავისივე Coinbase-სა და Gemini-ს ბირჟის ანგარიშებიდან 500 000 დოლარი გაქრა.
სავარაუდოდ, ტრუგლიამ დოლარები მალევე კრიპტოვალუტაში დააკონვერტირა და საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა.
მსხვერპლთა შორის არიან სასვატა ბასუ, ასევე სახსრების შენახვის სერვისის 0Chain-ის გენერელური დირექტორი, ჰეჯ-ფონდის დამაარსებელი მაიელს დანიელსენი, Hall Capital Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი და SMBX სტარტაპის თანადამაარსებელი გაბრიელ კანცელსონი.
სასამართლოს ჩანაწერები კი მიუთითებს იმაზე, რომ თაღლითმა ტელეფონები გატეხა და ფიატი მოიპარა, მაგრამ ბიტკოინს ხელი ვერ ახლო.
სინამდვილეში, მსგავსი დანაშაულის ჩადენა არც ისე ძნელია. თაღლითმა მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მიაბა მსხვერპლისა და საკუთარი ნომრები, ამგვარად, მესაკუთრის ექაუნთზე მიიღო წვდომა.
ამჟამად, დამნაშავე მანჰეტენის იზოლატორში იმყოფება, საიდანაც კალიფორნიის შტატში, სანტა-კლარაში გადაიგზავნება. მას ბრალად ედება 21 სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაული.
მასალების მიხედვით btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
Pump&Dump სქემების აღმოსაჩენად ალგორითმი დაიწერა
Pump and Dump სქემები კრიპტოვალუტურ ბაზარზე სულ უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები კი, თავის მხრივ, მათი თავიდან აცილებას ცდილობენ.
ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო
ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.