ევროპაში უმსხვილესი კრიპტო-პლატფორმა Bitstamp-ი და ვაჭრობით დაკავებული მარეგულირებლების და კომპანიების, ბაზრის მონიტორინგის და ბირჟების ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მომწოდებელი კომპანია Irisium Ltd-მ, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. Irisium-ის მონიტორინგი, ახლა უკვე ბირჟა Bitstamp-ზე იმუშავებს.
ბირჟამ გუშინ თავისი ტექნიკური არსენალის მოდერნიზაციის და ბაზარზე საეჭვო ქმედებების და მანიპულაციების მონიტორინგისათვის Irisium Surveillance-ის პლატფორმის დანერგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. Bitstamp-ის და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების პროვაიდერის Cinnober-ის თანამშრომლობის წყალობით, კრიპტობირჟა ისეთ საშუალებებს გამოიყენებს, რომლებიც საეჭვო აქტივობებს გამოავლენს. ასეთი ქმედებებით, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული კომპანიები არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ Irisium-ის სამონიტორინგო ინსტრუმენტები ევროპის ყველა ნორმატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
Bitstamp-ი თავისი შექმნის დღიდან - 2011 წლიდან, კრიპტო-დაცვის და რეგულირების დარგში პიონერად მიიჩნეოდა. ბირჟა თავისი კლიენტების დაცვაზე აკეთებს აქცენტს და ამისთვის გაფართოებული პროგრამული უზრუნველყოფის და უსაფრთხოების პროტოკოლის KYC / AML პროცედურებს იყენებს. თვითრეგულირებისადმი პოზიტიურმა დამოკიდებულებამ, ბირჟას საშუალება მისცა გამხდარიყო ევროკავშირის პირველი კრიპტო ბირჟა, რომელსაც საბილინგო დაწესებულების ლიცენზია აქვს.
Bitstamp-ი იმ ოთხ კრიპტოვალუტურ პლატფორმას შორისაა, რომლებიც ფასებსა და დაშიფრვის ინდექსების მონაცემებს, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟას (CME) 2016 წლიდან აწვდიან.
ასევე წაიკითხეთ
Pump&Dump სქემების აღმოსაჩენად ალგორითმი დაიწერა
Pump and Dump სქემები კრიპტოვალუტურ ბაზარზე სულ უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები კი, თავის მხრივ, მათი თავიდან აცილებას ცდილობენ.
Wall Street Journal: ასობით ICO თაღლითობას წარმოადგენს
27 დეკემბერს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეულობით კრიპტოვალუტური პროექტი თაღლითური და პლაგიატის მოქმედების ნიშნებს აჩვენეს.