უკრაინელ სტუდენტ-ჰაკერებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებისთვის მიესაჯა. ჰარკოვის საქალაქო სასამართლოს განჩინება ძალაში სააპელაციო გასაჩვრების ვადის ამოწურვისთანავე შევა
გაზაფხულზე, უკრაინის კიბერ-პოლიციამ ორი სტუდენტი დააკავა, რომელიც სხვისი სამომხმარებლო ანგარიშებიდან კრიპტოვალუტის მოპარვის ვირუსულ პროგრამულ უზუნველყოფას ყიდდნენ.
ახალგაზრდა ჰაკერებმა პროგრამული უზრუნველყოფა ჰაკერულ ფორუმზე შეიძინეს. მცირე გადაკეთების შემდეგ მისი მუშაუნარიანობაც შეამოწმეს და გადაყიდვაც მოახერხეს. სტუდენტები ვირუსული პროგრამის ხარრკოვის მოქალაქეებისთვის მიყიდვის მცდელობისას დააკავეს. საგამოძიებო სამუშაოების დროს დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარეს.
უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან კრიპტოსივრცეში ჩადენილი დანაშაულისთვის და ვირტუალური ანგარიშებიდან კრიპტოვალუტის მოპარვის მცდელობისთვის ჰაკერებს სულ უფრო ხშირად აკავებენ. ერთი კვირის წინ კიბერ-პოლიციამ ვირუსის DarkComet-ის ავტორი დააკავა. მისი მოდიფიცირებული ვირუსი 50-მდე ქვეყანაში არსებულ კომპიუტერებში ფარული შეღწევისთვის გამოიყენებოდა. მართვის ცენტრი და თავად ვირუსი პოლიციამ ლვოვის ოლქში მცხოვრები მომხმარებლის კომპიუტერზე აღმოაჩინა.
რამდენიმე დღის წინ კი კიევის საქალაქო პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მაინერის გატაცებაში და მისგან 50 000 აშშ დოლარის მოპარვის ბრალდებით ორი ძმა დააკავა.
ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინ-ტერორისტები მთელ მსოფლიოში აფეთქების მუქარებს აგზავნიან
სპამერებმა აფეთქების საფრთხის ასაცილებლად ბიტკოინში გამოსასყიდის მოთხოვნით, ბიზნესი, საზოგადოებრივი და კომუნალური დაწესებულებები მუქარის ტალღით წალეკეს. არცერთი აფეთქება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მასიურმა ელექტრონულმა მუქარებმა კანადაში, აშშ-ში და ახალ ზელანდიაში ათასობით ადამიანის მრავალრიცხოვანი ევაკუაციები გამოიწვიეს. სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ სიტუაციას და მოქალაქეებს სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
იურიდიული ფირმა პირამიდის შემქმნელებს უჩივის
ამერიკული იურიდიული ფირმა Silver Miller-ი, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოვალუტური ინვესტიციებია, ინვესტორ ჯერემი სპენსს უჩივლა. ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, სპენსი კრიპტოვალუტურ პირამიდას მართავდა და ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდა.