2018 წლის მიწურულს, კიბერუსაფრთხოებით დაკავებული კომპანიები თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შექმნილი კიბერ-საფრთხეები. გარდა ამისა, კომპანიები ინტერნეტ-მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა ტიპის საფრთხეებს უნდა ელოდონ მომავალ წელს
კასპერსკის ლაბორატორიამ თავის ანგარიშს „წლის ისტორია: მაინერები“ უწოდა. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი მაინინგის მავნებლური პროგრამების გავრცელების ზრდის პროცესი. ისინი დავირუსებულ პროცესორს კრიპტოვალუტას ფარულად ამუშავებინენებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოტ-ქსელების უმეტესობა პროფილს შეიცვლიან და კრიპტოაქტივების მოპოვებაზე გააკეთებენ აქცენტს.
ლაბორატორიის სპეციალისტების აზრით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კრიპტობუმის დასრულების შემდეგ, არალიცენზირებული მაინინგის მიმართ ინტერესი დაეცა, თუმცა მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
არსებული ინფორმაციით, 2018 წელს მავნებლური პროგრამების რიცხვი ბოტ-ნეტების მეშვეობით ჩამოტვირთულ ფაილებს შორის 4,6% შეადგენს (შედარებისთვის 2017 წლის მეორე კვარტალში 2,9% იყო).
გამოცემის თანახმად, ბოტ-ქსელები ვირუსული პროგრამების გასავრცელებლად პოპულარულ ინსტრუმენტად იქცა, ხოლო ჰაკერები ფარულ მაინინგს შეტევის ყველაზე მომგებიან სახეობად თვლიან.
ლაბორატორიის აზრით, თაღლითებს ფარულ მაინინგში ვირუსული პროგრამის და თაღლითობის იდენტიფიცირების სირთულე იზიდავს. დავირუსებული კომპიუტერი მაინერის სასარგებლოდ მთლიანი სიმძლავრის მხოლოდ ნაწილს მოიხმარს, რაც მის აღმოჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
ექსპერტები თვლიან, რომ ფარული მაინინგის გავრცელების აქტივაცია ჰაკერებისთვის ადვილ შეღწევადობამ გამოიწვია. კიბერთაღლითებს საწყის კოდებთან და „გამზადებულ პარტნიორულ პროგრამებთან და გახსნილი მაინინგ-პულებთან“ თავისუფალი წვდომა აქვთ.
ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ რა ზეგავლენა მოახდინა, მავნებლური პროგრამების გავრცელებაზე ნოემბერში კრიპტოვალუტური ბაზრის ვარდნამ.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინელი სტუდენტები კრიპტოვალუტის მოპარვის პროგრამის გავრცელებისთვის გაასამართლეს
უკრაინელ სტუდენტ-ჰაკერებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებისთვის მიესაჯა. ჰარკოვის საქალაქო სასამართლოს განჩინება ძალაში სააპელაციო გასაჩვრების ვადის ამოწურვისთანავე შევა
Bitstamp-ი საბაზრო მანიპულაციებს წინააღმდეგობას გაუწევს
ევროპაში უმსხვილესი კრიპტო-პლატფორმა Bitstamp-ი და ვაჭრობით დაკავებული მარეგულირებლების და კომპანიების, ბაზრის მონიტორინგის და ბირჟების ანალიზისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი მომწოდებელი კომპანია Irisium Ltd-მ, პარტნიორობის შესახებ განცხადება გააკეთეს. Irisium-ის მონიტორინგი, ახლა უკვე ბირჟა Bitstamp-ზე იმუშავებს.