სპამერებმა აფეთქების საფრთხის ასაცილებლად ბიტკოინში გამოსასყიდის მოთხოვნით, ბიზნესი, საზოგადოებრივი და კომუნალური დაწესებულებები მუქარის ტალღით წალეკეს. არცერთი აფეთქება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მასიურმა ელექტრონულმა მუქარებმა კანადაში, აშშ-ში და ახალ ზელანდიაში ათასობით ადამიანის მრავალრიცხოვანი ევაკუაციები გამოიწვიეს. სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ სიტუაციას და მოქალაქეებს სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
ელექტრონული მუქარის რამდენიმე მაგალითი პოლიციის მიერ გასაჯაროვდა. ელექტრონული მუქარის ტიპიური შემთხვევა აიოვას შტატში, სიდარ-რაპიდსის პოლიციის განყოფილების მიერ ინტერნეტში იყო განთავსებული. წერილი, რომელიც ერთ-ერთ ოფისში მიიღეს, იტყობინებოდა, რომ "შენობაში, სადაც თქვენ ბიზნესს მართავთ" ბომბია და ტრაგედიის თავიდან არიდების ერთადერთი საშუალებაა 20,000 დოლარის (ВТС-ში) წერილში მითითებული ბიტკოინ-საფულის მისამართზე გადარიცხვაა. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, გამოსასყიდი რამდენმა ადამიანმა გადაიხადა. ბიტკოინ-საფულეები, რომლებზეც გამოსასყიდის გადარიცხვას ითხოვდნენ სხვადასხვაა. პოლიცია, სულ მცირე, სამ განსხვავებულ მისამართზე საუბრობს.
ამ ელექტრონულმა ტერორმა რამდენად მასიური ხასიათი მიიღო, სამართალდამცავ ორგანოებს დანამდვილებით თქმა არ შეუძლიათ, მაგრამ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და კანადის ნაწილში გაფრთხილება გამომძალველების შესახებ უკვე გამოქვეყნებულია. სულ მცირე, ერთი მუქარის წერილი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ამერიკულ მუქარებთან მისი კავშირი ჯერ ვერ დაამტკიცეს. ტორონტოში, აფეთქების მუქარის წერილის გამო მეტროს 5 სადგური დაიხურა.
უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში, სახელმწიფო დაწესებულებების და ბიზნესების მფლობელების მიმართ აფეთქების მუქარის და BTC-ს გამოძალვის ტალღამ ინგლისურენოვან ქვეყნებს გადაუარა. გუშინ, კი მსგავსი სიტუაცია წყნარი ოკეანის მიღმა, აზიაში განვითარდა.
ჰონკონგის ზოგიერთი ფირმის საფოსტო ყუთებში აფეთქების მუქარის წერილები მოხვდა, ისევ BTC-ს მოთხოვნით უსაფრთხოების სანაცვლოდ. ასე, მაიკლ გაზელიმ, Network Box-ის გენერალურმა დირექტორმა, საქმიან მიმოწერაში 20000 აშშ დოლარის ექვივალენტი კრიპტოვალუტის მოთხოვნით ელექტრონული წერილი აღმოაჩინა . ეს შეტყობინება წარმოადგენდა ანონიმური ჯგუფის მუქარას, რომელიც Network Box-ის ოფისების აფეთქებით იმუქრებოდა, თუ "უსაფრთხოების გადასახადი" მითითებულ მისამართზე დროულად არ გაიგზავნებოდა .
ასევე წაიკითხეთ
ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო
ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ 400000+ MikroTik როუტერი მაინინგის ვირუსით არის ინფიცირებული
MikroTik-ის მაინინგის ვირუსი პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს, თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო გავრცელება.