ჰონკონგში ბაზირებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტური გადამცვლელი OKEx-ი საკუთარ პლატფორმაზე რამდენიმე ათეულ სავაჭრო წყბილს წაშლის. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საიმედო სავაჭრო გარემოს შექმნისთვის, OKEx-ი სისტემას დაბალი ლიკვიდურობის და ვაჭრობის მოცულობის მქონე სავაჭრო წყვილებისგან გაასუფთავებს.
დამაკმაყოფილებელი პარამეტრების მქონე ტოკენები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ბრუნვას და ვაჭრობის ფუნქციას შეინარჩუნებენ. წაშლისთვის გამზადებულ სიაში 58 სავაჭრო წყვილი მოხვდა.
წაშლისთვის მზადდება:
READ/BTC, NGC/ETH/USDT, PRA/BTC, IPC/ETH/BTC, MAG/ETH/BTC, TRA/BTC, VEE/USDT, RCT/BTC/USDT, CBT/ETH/USDT, DNA/BTC/ETH, VIU/ETH/BTC, RCN/ETH, MTH/BTC/USDT, AVT/ETH/USDT, CAG/BTC/ETH, REF/USDT, UKG/USDT, BRD/USDT, ATL/USDT, CAN/BTC, CHAT/ETH, AUTO/USDT/BTC, MTL/USDT, SUB/USDT, EVX/BTC, ICN/BTC/ETH, OAX/BTC, 1ST/BTC/ETH, SDA/BTC, XAS/ETH, AST/BTC/ETH, GSC/BTC, MOT/BTC/ETH, UCT/BTC, AIDOC/BTC, TOPC/BTC, SPF/ETH, ACE/ETH, AMM/BTC/ETH, FAIR/BTC, STC/ETH, XUC/BTC.
ცენტრალური ევროპული დროით დელისტინგი 31 ოქტომებრს 06:00 საათზე დაიწყება. შესაბამისად, ტრეიდერებმა უჯობესია, წაშლისთვის გამზადებულ წყვილებზე გახსნილი შეკვეთები გააუქმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ოპერაცია ავტომატურად განხორციელდება.
ამჟამად OKEx-ი დარეგისტრირებული სავაჭრო მოცულობით მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟების ოთხეულში შედის და დაახლოებით 516 სავაჭრო წყვილს ფლობს. გარდა ამისა, დღიური ვაჭრობის მოცულობის 404,97 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდით, OKEx-მა Binance-ს აჯობა და რეიტინგის თავში მოექცა.
მიმდინარე თვის დასაწყისში OKEx-მა ოთხი სტოლბკოინის - TUSD, GUSD, USDC და PAX მხარდაჭერის შესახებ განაცხადა და მომხმარებელს Tether-ის (USDT) ალტერნატივა შესთავაზა. აგვისტოში ბირჟაზე KYC-ის გამკაცრებული ნორმები შემოიღეს, რომლებიც შეუმოწმებელ მომხმარებლებს სახსრების განაღდებაში შეუშლიდნენ ხელს.
მასალების მიხედვით https://support.okex.com
ასევე წაიკითხეთ
Bithumb-დან მოპარული აქტივები Yobit-ს ანგარიშებზე გადარიცხეს
კრიპტობირჟა Bithumb-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული აქტივების უმეტესობა რუსულ ბირჟა Yobit-ზე გადარიცხეს. მონაცემთა დეტალური შესწავლის შემდეგ, Crystal Blockchain Analytics-ის ანალიტიკოსები, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ.
Coincheck-ი სიცოცხლეს უბრუნდება
კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან თითქმის ცხრა თვის შემდეგ, Coincheck-მა შეზღუდული მოცულობით ტრეიდინგი განაახლა და ახალი მომხმარებლებისთვის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი გახადა