Binance -მა საკამათო კრიპტოფლატფორმა World Exchange Services (WEX)-თან ირიბად დაკავშირებული ანგარიშები გაყინა. ETH-ის 93000 მონეტა ამ ბირჟაზე WEX-ის ცივი საფულიდან გადმოირიცხა. მომხმარებლები შიშობენ, რომ ეს თანხა სამუდამოდ არის დაკარგული.
ბლოკჩეინ-ETH-ის გამჭვირვალობის წყალობით, მომხმარებლებმა BTC-ის სკნადალურ მემკვიდრესთან დაკავშირებული, ორი ცივი საფულის კვალი გამოააშკარავა, რომელმაც აგვისტოს და ოქტომბრის თვეებში 25 ტრანზაქციის მეშვეობით ეთერიუმის დიდი რაოდენობა Binance-ში გადაიყვანა.
ამ ინფორმაციის გამოაშკარავების შემდეგ, კომპანია Binance-მა გადაწყვიტა, რომ WEX-ის მხრიდან ფულის გათეთრების მცდელობის თავიდან ასაცილებლად, ანგარიში გაშიფროს და დაბლოკოს.
როგორც ჩანს, პლატფორმამ BTC-გან კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური გზა მემკვიდრეობით გადმოიღო. გაზრდილი ფასების და კრიპტოვალუტის ფიატში კონვერტირებისთვის დაწესებული მაღალი საკომისიოების გამო, WEX-ი მწვავე კრიტიკას იმსახურებს. გარდა ამისა, WEX-ი მუდმივად სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ხვდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბირჟა არასტაბილურად მუშაობს. ფიატური სახსრების გამოტანა მთლიანად მიუწვდომელია. პლატფორმა კი - დეპოზიტებს აღარ იღებს. მომხმარებლები პლატფორმიდან თავიანთი სახსრების გამოტანის მიზნით, Bitcoin (BTC) -ის ან Tether (USDT)-ის ყიდვას ცდილობენ, თუმცა ამასაც ვერ ახერერხებენ, რადგან ბირჟა მათ მაღალ ფასად ყიდის - BTC 8 568,88 აშშ დოლარი და სთეიბლკოინი USDT $ 8,92.
WEX-ზე საჩივრების რაოდენობა მატულობს, იმედგაცრუებული მომხმარებლები Telegram-ის ჯგუფურ ჩატებში პლატფორმის საეჭვო ოპერაციებს განიხილავენ. ამ ეტაპზე 400-კაციანი ჯგუფი არსებობს, რომელიც WEX-ის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს. სხვა ჯგუფმა, რომელში 1000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, თავისი სახსრების ოდიოზური პლატფორმიდან გამოტანა სცადა.
ამის შედეგად, კრიპტოსაზოგადოება თვლის, რომ მოპარული 93 000 ETH-ის (დაახლოებით 18 მლნ. აშშ დოლარი) გარდა კიდევ სხვა ბევრი მონეტაა მოპარული და Binance-ში გადატანილი.
ასევე წაიკითხეთ
Bitfinex-მა ფიატის განაღდების მინიმალური საკომისიო სამჯერ გაზარდა
CoinMarketCap-ის რეიტინგში მეხუთე კრიპტოპლატფორმა Bitfinex-მა, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, წინასწარი განცხადების გარეშე, ფიატური სახსრების შეყვანის მინიმალური საკომისიო 20-დან 60 აშშ დოლარამდე გაზარდა.
$355 ათასიანი ძარცვის შემდეგ, მოსამართლემ განაჩენი Bithumb-ის სასარგებლოდ გამოიტანა
სამხრეთ კორეულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ბირჟა Bithumb-ის სასარგებლოდ მიიღო მას შემდეგ, რაც მომხმარებლის ექაუნთი გატეხეს და მან სასამართლოში $355 000 ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით იჩივლა.