Coinbase თანამშრომლებს წელიწადში $5000 სთავაზობს, კვერცხუჯრედების გაყინვის მსგავსი სამედიცინო მომსახურეობის საფასურის გადახდისთვის. ასეთი მომსახურების შესაძლებობა Coinbase-ს სტანდარტულ სამედიცინო დაზღვევასთან ერთად, თანამშრომლებს დამატებით ეძლევა.
Coinbase-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გამომცემლობა CoinDesk-ს ანონიმურად განუცხადა:
ეს ნამდვილად ფუფუნებაა, მე მოხარული ვარ, რომ Coinbase მეხმარება ოჯახის დაგეგმვაში. ბევრი ადამიანი თავს კომფორტუად გრძნობს იმით, რომ მათ ყოველდღიურად არ უწევთ ზედმეტად ფიქრი ოჯახზე ზრუნვისთვის.
მსგავსი უპირატესობა Coinbase-ს აყენებს ერთ რიგად, სხვა ელიტალურ კორპორაციებთან ერთად, როგორიცაა Google, Apple და Faceebook-ი, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ მსგავსი მომსახურეობის ანაზრაურებას.
Opolis-ის რეკრუტირების სააგენტოს სპეციალისტმა, ჯონ პალერმა CoinDesk-ს განუცხადა.
მხოლოდ მაღალანაზღაურებადი, მდიდარი კომპანიები, ფიქრობენ მსგავს არასტანტარტულ მომსახურეობაზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტურ კომპანიებს, ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ გარკვევას, თუ როგორ უზრუნველყონ სხვადასხვა სახის შეღავათი თავისი თანამშრომლებისთვის.
ამგვარად, ეს, კომპანია Coinbase-ს, რომელმაც მხოლოდ ახლახანს, ფინანსირების ბოლო რაუნდში შეაგროვა $300 მილიონი, თავის ფართო ფინანსურ შესაძლებობებს ბლოკჩეინ სპეციალისტების მოსაზიდად იყენებს. Coinbase ინფორმაციას არ ამხელს, თუ რამდენი თანამშრომელი სარგებლობს ამ მომსახურეობით. თუმცა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოცემული შეღავათი ყველა თანამშრომლისთვისა და პარტიონირისთვის, მიუხედავად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა, არის ხელმისაწვდომი.
რამდენიმე პატარა კრიპტოვალუტური კომპანიები, როგორიცაა კრიპტოსაფულის მწარმოებელი კომპანია MyCrypto, რომლის შტატი მხოლოდ 20 ადამიანით განისაზღვრება, უკვე უზრუნველყოფენ ფასიან შვებულებას მამობის ან ორსულობის შემთხვევაში. მსგავს უპირატესობას, ამერიკული კომპანიების, მხოლოდ მესამედი სთავაზობს.
მასალების მიხედვით coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
ფონდ Tron-მა და ჯასთინ სანმა ქველმოქმედებას მილიონები შესწირეს
სამი მილიონი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ Binance-მ (BCF) მიიღო, საკუთარი სავალუტო სისტემა TRON-TRX-ში იყო გადმორიცხული. BCF - ეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიღების დაჩქარებისთვის და გარკვეულ წილად ღარიბების დასახმარებლად შეიქმნა.
Coinbase-ს საქველმოქმედო აქცია მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა
ვენესუელა ყოველგვარი რეკორდების მოხსნას აგრძელებს, ეხება ეს ინფლაციას თუ ნაყიდი ВТС-ის რაოდენობას. თუმცა, ვენესუელაში ბირჟა Coinbase-ის კრიპტოვალუტა Zcash-ის დარიგებამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.